13 ,,განრისხებული ” გურული

13 რიცხვში, 13 კაციან მრგვალ მაგიდასთან შესაბამისად 13 გურული ვისხედით . თემატიკა და მთავარი მიზეზი ამ თავყრილობისა ქორწილი გახდლათ , მეზობელი , ან თუ გნებავთ ვალოდიას   ქალიშვილი, ლამარას მზე და მთვარე  ,, ბაღანა ‘’ – გათხოვდა .  ყველა მაგიდა  აბოლუტურად ერთნაირია ვიზუალით და მასზე დატანილი უხვი გემრიელობებით , თუმცა  განსხვავება მის ირგვლივ მსხდომებშია  , ჩვენი მაგიდა იმით გამოირჩეოდა, რომ აქ ყველანი პატარძლის  მეზობლები  და ყველანი გურულები ვისხედით  .  მე გვერდს მარცხნიდან ბატონი კუკური  გურულად ( კუკურია ან კუკურიე ) მიმშვენებდა მასთან იჯდა მისი ვაჟი  გურამია  . მარჯვნიდან ბატონი ვალიკო , მის მეზობლად ბენიამინი , შემდეგ ომარი იგივე ( ომარია ) და ასე ჩამწკრივებულად სერიზული წრე იკრებოდა .

  • აი სალფეტკი საით ? – პირდაპირ და მოურიდებლად იკითხა ბატონმა კუკურიმ და სანამ პასუხს გასცემდა ვინმე მუხლებზე დაიფინა .
  • მაი კისერში უნდა ჩეიკეცო კუკურია . – უპასუხა   ვალიკომ  და კისერთან ბოლო ღილი შეიხსნა .
  • თეფშის ქვეშ ამოდევი მამა – წყნარი ხმით ურჩია კუკურის გურამიამ , მისმა ვაჟმა  .
  • მაცალე კაცო , მე რაფერ ვიფუნჩხები ხომ იცი ?  ასე ჯობია .  – დასძინა კუკურიამ .
  • აი საინი რათ უნდა ვორი ? თან ამხელვანი ?  – იკითხა ვალიკომ .
  • მაი ვალე , ( ვალე ვალიკოს მოფერებითი ფორმა ) რაშია საქმე თუ იცი ? (- წინ წაგრძელებული კისრით უთხრა კუკურიამ)  მაი ზედა საინს  გასდის და ი ქვედა იკაიებს !!! – თქვა და თვითმკმაყოფილად ჩაიღიმა და მას მერე,  რაც ვალიკომ ქვედა თეფშს შემოწმება დაუწყო ჩაღიმებული სახე ჩაცინებულად გადაექცა .
  • მერე საქმე უფრო გართულდა , რადგან სუფრაზე ორი სასმისი იყო , ერთი წვენისთვის , მეორე ღვინისთვის, მაგრამ ორივე ერთი ზომის , განსხვავება მხოლოდ მათ ფორმაში იყო .
  • აი რაა ? რავაქნა ახლა მე ? – გაცხარადა კუკურია  – რომელი რომლისაა რაფერ გავარჩიო ? გურამია !! –  მიმართა ვაჟს –  რომელი რომლისააა ?
  • პატარა წვენისთვისაა მამა , დიდი ღვინისთვის .
  • ა , შეხედე , დიდი ღვინიზაო , დარბაზის ხრიკებია აი , აბა მეტი რაია ? – იოტის ოდენა პროვოკაციული ტონით და ყვცელაზე თვალის გადავლებით ჩაიალაპრაკა კუკურიამ .
  • მარა მე მაინც არ ვსვამ ღვინოს დაა  – დააყოლა და გულიანაც გაიცინა .
  • ამასობაში საბანკეტო დაბრაზის უფროსმა ქალბატონმა , მიკროფონში ხმამაღლა გამაოცხადა მეფე დედოფლის შემობრძანების შესახებ და ყველას ფეხზე ადგომა გვთხოვა .
  • ოჰ , უმაგისოდ არ იქნებოდა ხომ ?  – გაისმა რეპლიკა მაგიდიდს მეორე მხრიდან .
  • მერე იყო სიმღერა , ტაში , ღიმილიანი სახეები .- აია სიძე ?  – შეხედე შენ – მალადეც .  და მსგავსი რეპლიკები .
  • ყველანი რომ კარგა ხნის დამსხდრები ვიყავით, დარბაზის გამგე ქალბატონმა მერე მოიგვიწოდა დასხდომიკსენ .  პირველი სადღერგძელოც დაილია და როგორც იტყვიან გახურდა ქეიფი . ხო, მანამდე თამადა შეფასდა შემდეგი კომნეტარით : –  ახლაგაზრდაა !
  • ვალე , მომე ერთი მაი ხაჭაპური წინ რომ გიდვია , ვნახავ ყველი თუა შიგნით  . – შეეხვეწა კუკურია   და კუკურიამ ისე შეჭამა ხაჭაპური ხმა არ ამოუღია , ამის შემდეგ დიდ ინტერესში ჩავვარდი,  თუ რა იყო ასეთი უნაკლო  .  მეც ავიღე ერთი ნაჭერი და შევუდექი დაგემოვნებას  და ამ დროს მესმის კუკურიას დანანებით ბუტბუტი . ვერ გავიგე ვერაფერი და ვკთხე
  • – რა მოხდა კუკური ბიძია  მეთქი ?
  • აი ქათმის ხორცი ლამის მეორე მაგიდიდან მუატანიე და აგერ არ მქონია კურის ძირშიი !!!
  • მერე მოვიდა უკვე ზედა თეფშების შეცვლის დროც , მიმტანი გოგონა პირდაპირ ვალიკოსთან მივიდა , კუკურიამც არ დააყოვნა და  უთხრა :
  • ა , ხომ გეუბნებოდი ვალე გასდის მეთქი ? – და გულიანად ჩაიცინა .
  • ვალემ მიმტანს მოუბოდიშა და კუკურის ჩაუღიმა .  მერე კუკურიასთან მოვიდა მიმტანი და ლამის უკვე ჰაერში ატაცებული თეფში კუკურიამ შეცხადიების შედეგად  – რაშობი ბაბუა – უკან დააბრუნებინა .
  • რაშობი ბაბუა ? სა მიგაქ მაგხელა ქათმის ხორცი ?
  • არსად ბატონო , თეფშს ვცლიდი უბრალოდ . – უპასუხა გოგონამ .
  • მერე რა ჭირს მაგას შესაცვალი ?
  • არაფერი ბატონო – გაწითლდა გოგონა .
  • ჰოდა , რომ არაფერი იყოს აქანე , დაგიძახებ მე რომ გადიტვირთება ნამეტარი  . -გასიტუმრა მიმტანი კუკურიამ და თვალი ჩამიკრა .
  • მაი კი არა ერთხელ – კუკურიამ რაღაცის მოყოლა დამიწყო . – ასე ქორწილში , ნახევარი გოჭი მედვა საინზე , კაკრას მაშინ ატყდა ცეკვა და უბედურობა , გევიხედე  ორი მინუტი იქით  და რომ მოვტრუალდი აი დასაღუპავი რას ვედავ , სავსე საინის მაგივრად ,  გაპირალებული საინი მიდვია   , ჯერ დევერიე ყველას ვინ ქენით აი მეთქი  , მერე  მითხრეს მაგი ოფიციანტმა  შეცვალაო . თუ  არ მოვკლავდი იმ საცოდავს არ მეგონა . – გაფართოებული თვალებით  მომიყვა ეს კუკურიამ  და დაუბრუნდა ქეიფს .

ვუყურებდი კურუიას , ვალეს , ბეინიამინს , კუკურიას ბიჭს გურამიას  ,  ვალვებდი თვალს ამ ხალხს  , მშრომელ ხალხს , კეთილ ხალხს  , მოაზროვნე , პოლიტიკოსს , ძველი ფირალური,  თუ მხედრული თვისბების მქონე გურულებს და რაღაცნაირად  სევდით მევსებოდა გული და ამასთანავე მიხაროდა , რაღაც მხრივ მხოლოდ ამით შემოვფარგლე ცხოვრება , მათი ყოველდღიურობით , ჩვენი ყოველდღიურობით , რომელიც მეც კარგად ვიცი  , ჩვენი ორღობის,  ჩვენი წუთისოფლის ,,ამაოება ‘’  ამდენი შრომა, ამდენი ოფლის ღვრა   და ამაზე მოფიქრალი ვუყურებდი ამათ მომღიმარ სახეებს , რაღაც საოცრად კარგ ხასიათზე მომყვანი სიმღერის ფონზე  და ეს იყო მომენტი ,   როცა ბევრ რამეს ერთად უყრი თავს და ერთად იაზრებ ,  ,, მოკლე მეტრაჟიანი ფილმი ‘’   – ლამაზი კადრებით , კადრებით, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ლხინის დღე , ყველა პრობლემის , ყველა სატკივარის თუ დიეტის  დავიწყების  დღე , ( რამეთუ ვალიკომ გაზიანი სასმელიც დალია და უკვე ცხარე კერძებს ტკბილ ნამცხვარს აყოლებდა . წნევიანმა ბენიამინმა სამი ჭიქა დალია და საცეკვაოდაც უწევს გული   )  ეს იყო დრო ,,ბედინერების ‘’ . ამასობაში მუსიკაც გაჩერდა  და მესმის  კუკურიას ხმა :

  • რაშობა აი ბაღანა ? –  ,,რაშობას ‘’ კუკურიას მსგავსად არავინ, ვერავინ ამბობს , იგი მასში აქსოვს , გაკვირვებას , გაოცებას , აღტაცებას , აღტკინებას , მწუხარებას , ყველა არსებულ თუ არარსებულ  შეგძნებას და ყველა ბგერას  მკაფიოდ გასაგონად გამოთქვამს .  მე მივტრიალდი  უკან და დავინახე პატარა  4-5 წლის ბიჭი,  რომელსაც მისთივს არაპროპორციული ბოთლი პირზე ჰქონდა მოდებული და გაზიან სასმელს გულიადნა სვამდა .
  • ბიძია გაგსკლიცავს მაი , – დაუძახა კუკურიმ .  – ჰა არ ქნაა , ბენიამინმა მისი დინჯი ხმით მიმართა ბავშვს , – ბავშვი სვასმ და სვამს, სავარაუდოდ სავსე ბოთლი ნახევარზე დაჰყავს .
  • ბიძიააა – ხმამაღლა დაუძახა კუკურიამ . – ამ ბაღანას პატრონი არ ყავს ?  – საჯაროდ განაცხადა კუკურიას მხარ აბმულმა იქვე მჯდომმა კუკურიას ბიჭმა გურამიამ  . – თუმცა მათ არავინ არ გამოსარჩლებია  ,  ბავშვმა ბოთლში მესამედი მოიტოვა და ბოთლი პირს მოაცილა .
  • ბაბუა გაჩხიკინებული იყავი თუ ამდენ შხამი რამ დაგალევია ? – შეეკითხა კუკურია.
  • ბავშვმა გაიცინა და გაიქცა .  – კუკურიამ და ვალემ  თავები იქით-აქეთ გააქან გამოაქანეს .
  • მერე მოიტაენს მწვადი , მწვადი შამფურებით , – არიქა  ,   დაიძახა კუკურიამ და შამფური ხელთ იგდო .
  • -აუუჰ , აი მწვადი მისარკულია მგონია –  დაასკვნა მან .
  • რანაიორი სკამებია ? მივსრიალობ სანკასავით ქვეით . – აი ვაშლია ?  ამფერი მჟავე მეც მაქ სახლში . – თამადამ ქართული არ იციის ?   ვერ გევიგე ვერაფერი . – მოკლედ ბატონი კუკურის მოსვენება არ იყო  , იგი მხიარულობდა , საუბრობდა , ქეიფობდა   მე ვუყურებდი მას   , იგი ბედნიერიც იყო .  ისევე როგორც სხვები .
  • ეუჰ , მე გავძეხი უკვე , წევეიით სახლში . – გადაწვა სკამზე კუკური და კმაყოფილი სახით წარმოთქვა .
  • კი არ გაძეხი , დანარყრდი მამა – ჩუმად ჩაულაპარაკა გურამიამ .
  • – მაი შენ , მე გავძეხი . – ნიშნის მოგებით უპასუხა ბატონმა კუკურიმ .

ჯერ 2 საათიც არ იყო გასული ქეიფის დაწყებიდან და კუკურის ვინ გაჰყვებოდა სალში . იგი მარტო ხომ არ იყო ?  ნახევარი სამეზობლო ერთი შალიკოს რაფით ვიყავით  , ჰოდა , როგორც ერთად მოვედით, ისე ერთად უნდა წავსულიყავით .

ცივილიზებულნი

არის ასეთი თქმულება :  კოლუმბი რომ შუა ზღვაში  ამერიაკს დაეძებდა , მაშინ ჩვენთან ვახტანგ მეფე , კანონების  კრებულს სცემდა . და როდესაც რუსმა ხალხმა შეისწავალ ანი,  ბანი , მაშინ შოთამ დამთავრა მისი ვეფხისტყაოსანი .

ქვეყნის ცივილიზიაციას ვერ განსაზღვრავ  მისი ისტორიის დიფერენციაციით და კონკრეტული საუკუნის განხილივით . უმეტესად იგი ერთი დიდი მთლიანობაა , რომელიც ან არსებობს,  ან არ არსებობს . ის,  რომ   კოლხეთში ჯერ კიდევ როდის  ხდებოდა  ოქროს მოპოვება ეს ალბათ  იყო  მაშინდელი ცივლიზაციის ერთ-ერთი მწვერვალი  , ის რომ მეხუთე საუკუნეში , შემდეგ მერვეში მეცხრეში და მეთორმეტეში  ამ ხალხში ამ ქვეყანაში შეიქმნა  ისტორიული მნშვნელობის ძეგლები და ,,ვეფხისტყაოსანი’’  (უკვე კორეულადაც ითარგნმა)   და რომ ყველაფერმა  დღევანდელობამდე მოაღწია , ეს სწორედ დაწყებული ამ ძეგელბის შექმნიდან დღემდე არსებული საზოგადოების კულტურაზე და ცივილიზაციაზე მიუთითებს .

ცალკე ამბავია ის ფაქტი,  რომ მე-4  საუკუნეში დაწერილ ძეგლს დღეს უპრობლემოდ ვკითხულბთ , ენის სიძლიერე  . ასევე აღსანიშნავია , მსოფლიში 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი რომ არის ქართული .   გარდა ამისა სტრატეგიული მნშვნელობით საქართველოში გადიოდა აბრეშუმის გზა,  რაც უდიდესი ცივილიზაციის მონაწილეებად გვხდიდა . ეს ყველაფერი კი  წარსულია , თუმცა მისი ხაზგასმა და დავიწყება იმ შემთხვევაში შეიძლება,  თუ დღეს ჩვენ აღარ ვიარსებებდით   , ან ვიარსებებდით და ვიქნებოდით  სხვანი . სხვა რელიგიის,  სხვა ენის და დამწერლობის მქონე ინდივიდები  . მაგრამ რაკიღა არაფერი არ დაგვიკარგავს  და მოავღწიეთ დღემდე,  მოვიტანეთ ჩვენი მონაპოვარი და ვქმნით კიდეც.   მთლიანობაში ეს ალბათ  გვანიჭებს ცივლიზაციის ინდექსს . ცივილიზაცია არ არის  ზრვარი , რომელსაც მიაღწევ და მორჩა . ცივილიზაცია არის დინამიური , უწყვეტი სვლა განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენ . ცივლიზებული სამყაროს მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ყოველი ახალი დღის განვლილ დღეზე უკეთესის ქონა,  ან თუნდაც  სურვილი მაინც .  ჩვენ დღეს   ვართ დემოკრატიული სახელმწიფო .  დემოკრატიულობის ცნება ახლოსაა ცივილიზაციასთან  . დემოკარატია კი თავის მხრივ ნიშნავს ადამინის უფლებების პრიორიტეტობას , რომ მას  აქვს თავისუფლება , სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება , თუმცა ცივილზაციასთან მიამრთებაში თავისუფლება უნდა დავინახოთ სწორად , რომ თავისუფლება არ არის იმის კეთება რაც ნებისმიერ ინდივიდს სურს . ცივილიზაცია და ცივილურობა უპირველსად ნიშნავს  : როგორც მორცხვობას , უმანკოებას,  საკუთარი თავის კონტროლს   .   ჩვენ შეიძლება ვერ ვქმნიდეთ თანამედროვე მანქანა დანადგარებს  , ვერ ვიყოთ ინოვატორები  სიახლეების  შექმნასა და სამყაროს უკეთესობისათვის ბრძოალში მთავარი როლის  შესრულებაში , მაგრამ  გამომდინარე იქიდან, რომ  სამყროში რესურსები არათანბრადაა გადანაწილებული , ყველას არ ძალუძს იყოს მოიწნავე ყველაფერში .  და  არამოწინავეობა არ გულისმობს არაცივილურბას . ის რომ ჩვენ ვიზიარებთ ყველაფერ ამას   და გვაქვს სურვილი განვითარებისა . თანამედროვე, უკეთესი ცხოვრების შექმნის,  არის ცივილურობის და ცივილიზაციისკენ სწრაფვის გამოხატულება .13479579_507407412781393_2109390217_n

ღამე ქოხში

ზამთარში ცოტამ თუ იცის როგორია იგი , ან დაღამება როგორია? ან თავად ის უკუნითი სიბნელე ქვემოდან , რომ მოსჩანს ამოდენა ვეებერთელა მთები – დღისით თეთრ , ღამით კი შავ ბურუსში რომაა ჩაფლული , მაგას გარდა სიცივეც იქნება , ან ყინვა – კი ყინვა უფრო იქნება , თან ქარიც ,( რომელიც თვისება უფროა მთის , ვიდრე ამინდის სახეობა) სახურავზე ნახევრად ამძვრალ ნერჟავეიკას, რომ ახათქუნებს და თან უსტვენს თითქოს საშინელბა ესიზმრება და მოთქვამსო . უდაოდ საინტერესო იქნება, ოდესმე უნდა ნახო კაცმა და გამოსცადო, როგორც იტყვიან ,, თვალებში ჩახედო ‘’ . გაზაფხული ალბათ საშინელი იქნება , რადგან არაფერია იმაზე დამცინავი, თუ როგორ ანათებს მზე ირგვლივ მოთეთრებულ არემარეს , ბავშვობიდან ცუდად ჩამრჩა ეს მოვლენა , როცა თოვლს, თოვას და მის მოტანილ დადებით განწყობას იმ მომენტში უარყოფითი პერსონაჟი – მზე ეწინააღმდეგებოდა , ახლაც ჩამესმის, თუ როგორ დნებოდა თოვლი წვეთ-წვეთად სახლის სახურავიდან . შემოდგომას რაც შეეხება ის უფრო, ზაფხულის და ზამთრის გარიეგებას ჰგავს , სექტემბრის ბოლომდე დაახლოებით ისეთი ამინდია , როგორც მთელი ივლისი თუ აგვისტო, შემდეგ კი უეცრად ზამთარი დგება. თეთრი ყვავილები ედება არემარეს , რაც თოვლის ნიშანია და ნებისმიერ დილას შეილძლება დაგხვდეს მუხლებამდე თოვლი . აი ზაფხულში კი ვიცი როგორიცაა. ხშირად განმიციდია და მიცქერია მისი საინტერესო თვალებისთვის , ყველაფერი კი მაშინ იწყება , როცა საათი ღამის 11-ს გადააცილებს . ამ დროს ნახევრად შიშველი თბილ რაღაცაში ხარ გახვეული და უსმენ , ყურადღებით უსმენ თითოეულ დეტალს , მთა იმდნეად სერიოზული ადგილია, რომ აქ ქარი წვიმასთან ერთად იცის , ყოველ შემთხვევაში მე მის გარეშე არ მიანავხას , (მხოლდო სიო მოხეტიალე) და წვიმაც თუ იცის, ისეთი კი არა ხმაც რომ არააქვს და მხოლოდ თვალდ ხედავ , ლამის ჭერი იატაკზე ჩამოიტანოს , მარტო წვიმაც არაა, ჭექა-ქუხილი აქ იმაზე ხმამაღლა ისმის ვიდრე ქვემოთ , ჯერ გაანათებს ცა ობობას ქსელივით დაიქსაქსება და თეთრად განათდება, რამდენიმე წამში, რომ შეგეშინდება ისე დააგრუხუნებს . ჰოდა მორჩა , ეს გესმის მანამ სანამ არ დაგეძინება , დაძინება კი ასეთ ჰარმონაიში ადვილი საქმეა .
წვიმა თუ არაა მაშინ ცა მოწმენდილია , მოწმენდილი ღრუბლებისგან თორემ მე ხანდახან მაგ ცას რომ ვუყურებ მეფიქრება, რომ ვარსკვლავი უფრო მეტია, ვიდრე ქვიშა ყველა ერთად აღეუბული . მთა არის და ნისლის გარეშე არ გამოდის, თუმცა ნისლი მაინც დილის , შუადღის და საღამოს საქმეა , ძილის დროს კი მასაც სძისნვს . მე მართალია ზამთარში ძილის მოყვარული კაცი ვარ, და აქ ზაფხულში გასნაკუთრებით ღამით , შუა ზამთარია , თუმცა სანამ ჩამეძინება ხოლმე თვალებდაჭყეტილი ვუსმენ ყოველივე დეტალს . ყველაზე განსაკუთრებული და წარუშლელია, თუ როგორ ლუღლუღებს ქოხის ( კარავი რომ ჰქვია) ქვემოთ სიცივისაგან მოღუშული ძაღლი , რაღაცას გლოვობსო გეგოენება , ამით ან პოტენციურ ნადირს აფრთხობს , ან რაიმე არ ესიამოვნა არემარეში და ასე მოთქვამს ხანგამოშვებით – მთელი ღამე . საოცარია თავად შენი ფანტაზია , ამ შავზე შავ გარემოში ათასი რამ გელანდება და წარმოიდგენ , ზოგჯერ ისეთ რამესაც წარმოიდგენ ძილი გაგიტყდება , მერე უეცრად ქოხი რხევას დაიწყებს და გესმის ხმა თითქოს ვიღაცა ზურგს იფხანს , ეს პატივცემული ხარია . რაჟის ხმა ყველაზე ხშირად ისმის , ფაქტობრივად არ წყდება , პირუტყვი ქოხის ირგვლივ ათევს ღამეს . ფილმებში ასეთ ადგილას ღამით მგლის ყმუილი ისმის , მაგრამ მე რეალურად ეგ ჯერ არ გამიგონია ,( თუმცა დროებითი მტერი, რომ არ ვიყო მისი , ალბათ გავიგოენებდი ) აი ჭოტის უსიამოვნო ქადაგებები კი ხანდახან ამოსუალა ქვემოთ ტყიდან . ქარი არ იცის მეთქი , თუმცა სადღაციდან გამოიპარება სიოს მაგვარი, რაღაც და დაუბერავს ხოლმე , მაგრამ ახლოს არა , სადღაც მოშორებით დაუბერავს და გაიგონებ , დიდი დიდი სამჯერ განმეროდეს ასეთი რამ დიდხნიანი დაშორებებით .
აქ ალბათ უნდა შეეჩვიო, თორემ ისე არ ხდება დაიძინო და რომ გაგეღვიძება უკვე დილა იყოს , ღამეში ორჯერ ხან სამჯერაც გაგეღვიძება , განსაკუთრებით დილისკენ , რადგან ძაღლი უკვე კი აღარ ლუღლუღებს არამედ ბოხ ხმაზე ყეფს , პირუტყვიც რაღაცნაირად აქტიურია , გეგონება თამაშობენო რაღაცას , ამას თუ ისიც დაემატა, რომ ნადირმა ახლო მახლოს ჩაიარა , ქოფაკი გაბმული ყეფით გარბის მისკენ , აქედან კი მწყემსის მგრძნობიარე ღრიალი აგუილიანებს – ცოტა შეშინებული იღვიძებ და არსად და არასოდროს ისე არ გინდა საწოლის მიტოვება, როგორც ამ მომენტში . ატყობ , რომ რაღაც ძალიან საინტერესო, თუმცა ამავდროულად უსიამოვნო ცივ რაღაცასთან გაქ შეხება . ეს არის პიკი , როგორც ქალაქში მოძრაბისას , ხუთიდან შვის საათამდე, რომ მხოლოდ მანქანების სიგნალსი ხმა ისმის მანქანებითვე გადატენილ ქუჩაში , ამის მერე კი სამჯერ ნაკლებია ხმარუიც და რაოდენობაც, ისევე როგორც მანადმდე იყო . აქაც ასეა , დილის პიკის საათის შედეგ , ხმაუირ იკლებს . გაზიანი სასმელისთვის ხომ მოგიხსნიათ თავი ? ჰოდა ეგრე ნელ-ნელა წყნარდებ ზღვა , და როგორც კიდობანიდან, ისე ყოფ თავს გარეთ , გარეთ სადაც უკვე სიწყნარე, ან ნისლიანი ალბიონი, ან კაშკაშა მზეა , თუმცა მე თუ მიკთხავთ ყველაზე წყნარი 12405211_864173317015215_1337027217_oდა თბილი პერიოდი შუადღის 1 საათია , მზეს რომ ეფიცხები ქოხის კედელზე ატუზული , სიოც რომ არ დაქრის და რა თქმა უნდა, სადღაც თუნდაც დაკარგულში მოჩხრიალე მდინარესთან ერთად, არწივის ხანგამოშვებითი დაკივლება, რომ გესმის მხოლოდ .

სტუდენტი No – 2012

დიახ, სწორედ ასე იყო  2012 წლის აგვისტოს მიწურულს მე სტუდენტი გავხდი .  რაც ოცნების ახდენას ნამდვილად არ ჰგავდა, მითუმეტეს ჩემნაირი უემოციო კაცისთვის , უფრო მეტად ეს რთული ორ წლიანი მოსამზადებელი პერიოდის  და მთელი ბავშვობის – ( სკოლაში გატარებული წლების) დაფასება იყო . ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ბიზნეს ფაკულტეტზე  , მაშინ მის შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობდი, ეს – მერე აღმოვაჩინე, რომ ის იყო ყველაზე მაგარი უნივერსიტეტი , როგორც ყველა სტუდენტისთვის  და საერთოდ ადამინისთვის საკუთარის წინა პლანზე დაყენება ( რა თქმა უდნა ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე) .  ამ დროისთვის კი მე ჯერ    17 წლის ვიყავი  და უკვე ,,სტუდენტის სტატუსით ’’ . ასაკი –  როცა შუა ეტაპზე ხარ იმ ამბისა, რასაც ყოველ დღე სხვადასხვა წყობაზე თმის დაყენბა ჰქვია , როცა ირგვლივ გაკვირვებს იმაზე მეტი რამ, ვიდრე  იცი ან გინახავს , როცა ფარულად,  თუ ღიად მაინც გამუდმებით ახალს და ახალს ნერგავ შენში და მალევე ითვალწუნებ , როცა გგონია , რომ მოგწონს და ამ მიზეზით ისიც გგონია, რომ ხატვას შეძლებ, ან გიტარაზე დაუკრავ მიუხედავ იმისა, რომ არცერთის ნიჭი არ გაქ, მხოლოდ სურვილი , მონდომება და იმედი .

ამ გაურკვევლობაში კი ავტომატურად , მდინარის დიენაბა რომ გაგაქანებს , ისე   მოვხვდი .  როცა რაღაცა მთავრდება , საჭიროა მეორე რაღაცის დაწყება , იმის შედეგ მესამის და ასე ჯაჭვურად ადიხარ ან გგონია  , რომ ადიხარ ზემოთ.  სკოლას ამთავრებ იმ იმედით, რომ  სწავლას გააგრძელებ სხვაგან , მაგალთად უნივერსიტეტში  და თუ უნივერსიტეტს ამთავრებ უმეტესად იმისთვის, რომ რაღაცა ცოდნა დააგროვო,  იმ სფეროში , რითაც შემდეგ მუშაობას შეძლებ. რაშიც დამკვიდრდები და რითაც  ეტაპობრივად ან მერე მოაგონდები ადამიანებს  :  აგრონომია, მენეჯერია , ქირურგია , სოცილოგია  .

თუმცა ადიხარ რა ჭაჭვზე უფრო მაღლა და მაღლა, შესაბამისად უფრო რთული ხდება წონასწორობის შენარჩუნება ,  რადგან  ჭაბუას არ იყოს ,, როცა სიყვარული არ გაგაჩნია – ვერც კაცს მოკლავ ‘’   და თუ კაცის მოკვლას სიყვარული სჭირდება  ვეჭვობ, რომ კარგ აგრონომობას, კარგ ქირურგობას თუ მენჯერეობასაც ასევე სიყვარული და უდიდესი ინტერესი სჭირდება .

მშურს იმ ადმიანების,რომლებიც ამბობენ , რომ 15-16 წლის ასაკში , უკვე გათვიცნობიერებული ჰქონდათ,  თუ რა უნდოდათ სამომავლოდ , თან მშურს და თან ეჭვის თვალთ ვუყურებ, რადგან ამ ასაკში, ბეთჰოვვენმა , პელემ,   მოდილიანმა  დარწმუნებით ვიცი , რომ იცოდნენ , მაგრამ ცოტა ძნელია დავიჯერო , რომ სხვადასხვა პროფესიები, ხელოვნების დარგებია  და მისკენ შეიძლება ლტოლვა გქონდეს , მაგრამ გამონაკლისი იქნება გარდაუვლად. შესაბამისად  ვფიქრობ, რომ ჩემსავით სხვა უმრაველსობამაც  არ იცოდა, თუ რა უნდოდა  კონკრეტულად და მიიღო ის , რაც წილად ერგო , დახარა თავი და გაურკვევლად წავიდა წინ . (?)  თან ამ განცდას ის მომენტიც ამწვავებს ჩემში, როცა პირველ კურსელებს ვხედავ ხოლმე უნივერისტეტის წინ  , მარტო დარჩენილი გედივით, გავრცელებული ხუმრობის  თანახმად კი   (პინგვინებივით) , რომ დგანან, ან ერთ ადგილს წრეს ურტყამენ , ისე ან უფრო მწვავედ , როგორც მე ვაკეთებდი ამას , თან მათგან გასნხვავებით პირდაღებული ალბათ .  ერთი არის  , რომ  გვინდოდა და გვინდა  სწავლა , რაც კარგი იყო და არის   , რაც სწორი იყო და რაც უდნა გვდომებოდადა და უნდა გვინდოდეს  , მაგრამ სწავლა ზოგადი ცნებაა , ხოლო სპეციალიზაცია კონკრეტულზე კონკრეტული . მე იმაშიც მეპარება ეჭვი , რომ მეუბნებიან , მე იცი ? ვსწავლობ იმას რაც მინდოდა, რაც მიყვარდაო . რა ვქნა , მგონია , რომ მას ეგონა , რომ უყვარდა და ახლაც ჰქონია , რადგან მართალი  სიყვარული და ინტერესი სულ სხვაგავარი  ემოცია იქნენბა . და ამის საპირისპიროდ მე მახსენდება ჩემი ლექტორი, რომელმაც უნივერსიტეტში ასევე შემთხვევით მოხვედრილ ფაკულტეტზე სამი თუ ოთხი  წელი ისწავალა და შედეგ თავიდან ჩააბარა იმ სპეციალობაზე, რაც ამ გაურკვევლობაში ყოფნის დროს გამოარკვია , რომ უნდაოდა  და დღეს წამყვანი სპეციალისტია, მაგრამ მარტო სპეციალისტი კი არაა, არამედ ბედნიერი კაიცა იმ მხრივაც, რომ აკეთებს იმ საქმეს რაც სიყვარულით და ინტერესით ისწავლა .  ის ალაბათ იმ ძველ მიმართულებითაც მაიღწევდა წარმატებას, თუმცა სპეციალისტი ალბათ ვერ იქენბოდა სიყვარულით და სურვილით კი არ  გააკეთებდა იმ საქმეს , არამედ ვალდებულებით !    . მაგრამ  რა გამოდის ? რა ვქნათ  ახლა ჩვენ ?  ყველამ  ოთხი წელი გაურკვევლობას შევწიროთ და  შემდეგ ან მივხვდებით რა გვინდა,  ან ისევ  ჯიუტი პინგვინებივით გავაგრძელებთ  წინ სვლას ?  (? ) .

არა – არამც და არა , თუმცა (თავის არჩევანში ყველა თავისუფალია)  , ხოლო ის რაც უდნა გავაკეთოთ ალბათ  არის , რომ შევიყვაროთ ის რაც ჩვენს წინ დგას , შევიყვაროთ ისეთი როგორიც არის  , როგორც იყვარებდნენ, ერთმაენთს ვთქვათ მეორე მსოფლიო ომის შედეგ, ან მაშინ , როცა ქორწინება , როგორც ასეთი,  ხდებოდა არა სურვილით, არამედ საჭიროებით და ამის უამრავი მგალითი და არაერთი  მილიონი პრეცენდენტია .  გამორიცხულია აკეთებდე საქმეს სიყვარულის და ინტერესის გარეშე, თუნდაც მასში ტოტალურად ჩახედული იყო და ეს საქმე კარგად გამოგდიოდეს . ამას გარდა არის კიდევ უხერხული დილემა :  საქმის კეთება სურვლით და საქმის  კეთება ვალდებუელბით . მე ვირჩევ სურვილს  __________________________
– რაც სიყვარულის და ინტერესის წყალთან შერევით მიღირება .144918033168888 (1)

მ-შვიდი გურული

ჩვეულებისამებრ, ცივი და სუსხიანი დილა გათენდა – ნოემბრის მიწურულს გურიაში . ცაზე არსად  – მესხეთის ქედისკენაც არ მოსჩანს ღრუბლის ნასახი , თუმცა მაინც დეკემბერი ახლოვდება და ვერ ენდობი ყველა დასველებული ქორივით მოღუშულია . გურიის უკიდურეს დასავლეთში – იქ,  სადაც დღემდე შემორჩენილია ,,კომუნისტებP1080561ის’’ დროინდელი თევზსაჭერი მეურნეობის ტბორები , ერთ ასევე უკიდურეს ზღვისპირა ტბორისკენ დილიდანვე ფუსფუსი შეინიშნება .  შვიდი გურული ემზადება თევზაობისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ იმ სიტუაციას ჰგავს საქმე , სუფრაზე რომ დაჯდები და ნელ-ნელა  რომ  ეპარები ყველაფერს .  წყალი ცივია , ქარიც უხეში დაუაბერავს ხოლმე . შვიდიდან მხოლოდ სამმა მეთევზემ გადადგა პირველი ნაბიჯი და ბადის ნავზე დაყრას შეუდგნენ .  დანარჩენებს ჯერ კიდევ ,,ჯიბაში ‘’ ( ჯიბეში ) აქვთ ხელები და თავის მხრივ განკარგულებებს იძლევიან , სტრატეგიებს ხაზავენ ხმმაღლა , რომ რამეთი ჩაერთნონ სამუშაო პროცესში.  ნახევარი მადგანი წითელ ,,ასტრას’’ ეწევა,  ხოლო მეორე ნახევარი ვისაც უფრო უყვარს საკუთარი თავი ან უფრო მეტის საშუალება აქ  ფილიტრიანი ,,ბონდით ‘’ ( იჭვარკლება ) ვარდება ნეტარებაში . ბადე გრძელია და ,,საშველი რომ არ დაადგება ‘’ დახლოებით იმხელა , ჯერ უსაქმოდ ( მაყურებლის ) როლში მყოფნებიც ჩუმად არიან და მხოლოდ ყრუდ – ბადის ნავზე შეხების ხმა და ხანდახან უმისამართP1080564ოდ მფრინავი ყვავის, რატომღაც დამციანვი ჩხავილი თუ ისმის . შეუფერებელი სიჩუმეა დამეთანხმებით , რაღაც ბუდბუტი, ჩალაპარაკება და ოდნავ ხმამაღალი რეპლიკები კი გამოერევა , მაგრამ ეს არ არის ის , რაც გაგრძნობინებს , რომ ერთად მ-შვიდი გურულია . ჰოდა ამ დროს ხდება ის, რაც ბიძგს აძლევს აფეთქებას,  რაღაც იმას მახსენებს უხმო ტელევიზორს უყურებდე და უცებ ხმა ჩაერთოს . უეცრად ერთი გამხმარი გურული ხმამაღლა გაკვირვებით ამბობს თან შეკითხვას სვამს :

-ფიჩოო, რაია აიი ?  – თითქოს ფხიზლდებიანო და მეროე კითხვას კითხვაზე აბრუენბს :

-რაი ? სადა?

-რა და შეხედე საიდან მოდის აი შავი ფუტი ?  – და ყველა არემარეს აკვირდება ყურადღებით , სადღაციდან , უზარმაზარი შავი კვამლი , ლამის მთელ ცას მოსდებP1080562ოდა და სწრაფად მიიწევდა ზღვისკენ . ბოლო ბოლო ყველამ დაიანხა თუ საიდან ამოდიოდა ეს შავი რაღაც , თუმცა ზუსტად სად მდებარებოდა ეს არ იცოდნენ , რაზეც ყველამ საკუთარი ვარაუდი გამოთქვა :

– მაი სადაა თუ იცით ? ეგერ ე , ჩაის ფაბრიკა რომ იყო , მაქანე ერთი ძველი პუნკტი იყო , შიფერით დახურული , ჰოდა ეტყობა მაგას გუუჩნდა ბონდო .

– არაა მაი მაქანე ( ერთვება დისკუსიაში მესამე  გურული) – მაი მემგონია ელექტრო სადგურია და ქი დევიღუპეთ , დენი არ იქნება კაი ხანს .

– კაი თქვი რაცხა , რა უდნა მაქანე  სადგურს?   სადგური აგერაა აქეთ , მაი საცხა უფრო იქითაა . –  და ასე , სიცივე ყველას დაავიწყდა ისეთი დისკუსია წარიმართა, ყველას თავისი მოსაზრება ჰქოდნა და ბოლომდე ცდილბდა აზრის გატანას . მერე ცოტა იუმორიც გამოერია საუაბრს :

– ვაი თუ კამიკაძეების ამბავია მაი ა ?

– კამიკაძე რაღა იყო და უყურე რა ხდება რუსეთ თურქეთს შორიის ? დეიწყება ომი ნაღდად

– ომი დაწყებულია უკვე ეპარებიან ერთმაენთს თვარა .

-ჰოდა მაი თუ დეიწყო კარგად ყოფილა ჩვენი საქმე , გამეიარს ჩემს ბოსტანში რუსის ტანკი , რას უზამ ? დუუდგები წინ თუ ?

პოლიტიკა ალბათ ის საკითხია,  რაც უმეტესად ადარდებს და ესმის გურულ კაცს , თითქმის ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება .

– ,,აქამდე მიდიოდა მიშა, მოდიოდა გრიშა, ახლა პეტო მოდის ‘’ – ჩაიალპარაკა ზემოთ ნახსენებმა გამხამრმა გურულმა , რომელმაც როცა სიგარეტის ნაპასი ,,დაარტყა’’ დაეტყო თუ რა ბევრის და მრავალფფეროვნის მნახველი იყო ცხოვრებაში, ისედაც სამოცი წლის იქნებოდა  ხოლო ამ ფრაზაში წარსული აწყმო და მომავალი ერთად მოაქცია  . პოლიტიკის გარჩევა მაშინ შეწყდასავით , როცა სახანძრო მანქანის დაკივლებამ წამიერი გაჩუემბა გამოიწვია,  რაცეზ ყველას სათქმელი ერთმა გურულმა თქვა :

-ეე, მიდიან ბიჭები ნაცარის საქექად , აბა აწი დათუთქული( დამწვარი) იქნება ყველაფერი იქინე . ერთი წუთი არ გასულა და მეორე სახანძრო მაქნანამ , მეორე მხრიდან დაჰკივლა :

– უჰ შენ გენცვალეე, ამერიკული კინოსავით არიენ , რომ მორჩება ყველაფერი მერე მიდიენ . მომღიმარი სახით ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა , რაზეც დაუმატეს :

– მაი რაია , აწე თბილისიდან წამოვლიენ , საქმე არ აქვენ აფერი და ხარჯი ხომ უნდა ქანან ?

და ისევ ,,სიგარეტის’’ ნაპასი .ხომ ყველაფერი ნავარაუდები და გარკვეული იყო თითოეულულისთვის , თუ სად იყო?  რა იყო? ან რა მოხდა?  , თუმცა რეალურად ყველამ იცოდა, რომ არაფერი იცოდნენ , ერთ-ერთმაც ამბის გასაგებად ტელეფონით გადარეკა :

– ალოო, ალო კაკო შენ ხარ ? სა ხარ ? რა ხდება მაქანე რა იწობა ? ამხელა კვამლი თუ შენს ჩალას ააქ და აგაშენა ღმეთმა . როგორც აღმოჩნდა, ბატონი კაკო ეზოში ამ დროს ჩალას წვავდა და უბრალოდ დამთხვევა იყო .ასე გაურკვევლობაში განვლო რამოდენიმე საათმა , შედეგ ვიღაცამ დარეკა და გასაგები გახდა , თუ რა დაიწვა და სად . როცა ყველამ გაიგო თუ რა მოხდა , ცოტა არ იყოს შერცხვენილი სახით ჩაიალაპარაკეს .

-აი აგერ ყურისძირში ყოფილა და ჩვენ მევიარეთ მთელი დუნიაო .ამასობაში მზეც გაP1080590დმობობღებულიყო მოწმენდილი მთების კალთებს .

გიკეთთდა ხელი ამის დაწერიზა

კომპიუტერის დარბაზში ნამყოფი ხართ ? იქ  ყველა კომპიუტერი დაკავებულია და ასევე ყველას ჰყავს თავისი სათადარიგო ( ზამენა  ) , ვინც ელოდება, თუ როდის გათავისუფლდება ადგილი.  უცდი, უცდი, უცდი და  ბოლოს და ბოლოს ხედავ , რომ ის ოჯახაშენებული ფეხზე დგება, ამ დროს შენც ჯერ კდიევ ვერ გაბედული ნაბიჯებით მიიწევ მისკენ , ისისაა ნახევარი მანძილი დაფარე, რომ ხედავ  ის ოჯახაშენებული თავის ქურთუკს , რომელიც იქვე სკამზე ჰქოდნა გადადებული  იღებს , მხრებზე მოიცვამსავით და ისევ კომპიუტერს უბრუდნება . ამ დროს შენ რაღაც არაამქვეყნიური სამსახიობო მანერით უკან ტრიალდები  სახეზე დიდი იმედგაცრუებით – ბევრი თავის ფხანას და ჩუმად სტვენას იწყებს ამ დროს .  ჰოდა რაღაც ასე დამემართა , როცა ეს წიგნი წავიკითხე   🙂  . იმედგაცრუება ნაკელაბად, უფრო რეაქცია მქოდნა ზემოთნახსენების მაგვარი .
გურია პარადოქსების – გურულები კი პარადოსქული ხახლიოა ამბობს ავტორი , რაზეც  აბსოლიტურად დათანხმებაშიც ის მეხმარება , რომ აგერ ერთი წელი გავიდა უკვე,  რაც ეს პატარა წიგნი გამოვიდა და მე –  გურიაზე  და გურულებზე იმდენად შეყვარებულმა კაცმა , რომ  რომლის მეათედად მაინც  რომ უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი , ომი და უბედურება მხოლოდ წარსულში გასახსენებელიღა თუ დარჩება ,  ახალა გადავშალე და დავხურე კიდეც .   თუმცა მე მიანც  გურული ვარ –  პრეტენზიული , მომთხოვნი  და  ,,რაცხა გამოსაჩხრეკის მაძიებელი ” ამიტომ აქ მე  , რაც  ( ჩემთვის)  მთავარი იყო  – ,,გურია და გურულები დამაკლდა ” –  ხალხიც და გარემოც გარეგნულად იცლება მხოლოდ , მთავარი (,,ი რაცხა ” )   რაც ძნელად გასაკრკვევია,  თუ რა  არის მაინც სულ ერთი და იგივე რჩება.  ( ,,ი რაცხა ) ნოდარის დროსაც ის იყო,  რაც 90-იანების დროს და რაც ახალაა  და ეს რაცხა დამაკლდა მე , თუმცა ამის მიზეზიც ვიცი და ისიც ვიცი, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა.   არ შეიძლებოდა, რადგან გურულების  გურულებმა ვიცით ყვეკლაზე კარგად და გურიის  ასევე ჩვენ გვესმის სხვებზე მეტად  და ასეა  მთაშიც , ბარშიც , აღმოსავლეთ-სამხრეთ , ჩრდილოეთ დასავლეთშიც . ყველას იმის  გვესმის უკეთ , რასაც მშობლიური გარემო ჰქვია , სადაც ზუსტად შენნაირები არიან  და რომლის სიყვარულსაც ჯერ კიდევ მაშინ ვითვისებდით , როცა  – ,, სკოლიდან დაბრუნებულს, გასნაკუთრებით წვიმიან ამინდში  შემწვარი  კარტოფილის სუნი გვცემდა, როცა სახლს ვუახლოვდებოდით” –   ამიტომ ვგოენბ ძნელია იმ კარტოფილის სურნელი და გემო, იმ წვიმის წვეთების სხვანაუირი ცვენა ციდან და სადღაც ბენზო ხერხის ყრუ ხმა ( ზამთრისთვის მზადებას , რომ ნიშნავდა )  ისე   მიახვედრო და  შეაგრძნობინო სხვას, როგორადაც შენსას უბრალოდ გაახსენებ, რადგან იმასთანაც იყო ეს ყველაფერი , უბრლაოდ სულ სხვანაირად , შეიძლება უკეთესადაც . ანუ ის, რომ წიგნი შეიძლება ყოფილიყო ისეთი, რომ მხოლოდ გურული თუ მიხვდებოდა მას , რაზეც  გურული რეპლიკა შედეგი იქნებოდა: ( აი ქი ვიცით , შენ ახალი გვითხარი რამეო)  ან ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის , ყველა თანაბრად, რომ  გაუგებდა და გადავარდებოდა მის წარსულში .
თქვენ გიკვიირთ , როცა თვენს შინაურულ , ოჯახისეულ ისტორიას სხვებს უყვებიან ? თუნდაც ნათესავებს ?   არა –  გამორიცხულია , მას –  ჩვეული,  ხანდახან მომღიმარი,  ხანდახან კი შეწითლებული ლოყებით უსმენთ . ასევეა ჩემთვის და ალაბათ   კიდევ ,,სხვაი”   გურულებისთვის ეს წიგნი   . აქ ნაკლებად თუ გვაკვირვებს რამე , უბრალოდ  გვსიამოვნებს , ხან ჩავიღიმებთ,   ხან შევასწორებთ  – ,, მაი მასე  კი არა,  ისე იყოო ”,    თუმცა ვგონებ , საბოლოოდ ყველას გულში სამადლობელო ფრაზა გვიტრიალებს . ” გიკეთთდა ხელი ამის დაწერიზა ”  🙂14478607515851

,, ლანგორელი ”

,, ერთადერთი განსხვავება – ბავშვობაში ჩადენილ დანაშაულსა და შემდეგ დიდობაში  კაცის მოკვლას  შორის ისაა, რომ , ბავშვობაში არაფრისთვის არ გასამართლებენ , მაგრამ მოლოდინი კი ერთი და იგივეა , მოლოდინი იმისა, რომ შენი დანაშაული გამჟღავნდება და ვინ იცის, იქნებ ერთნაირად გვეშინია ბავშვობაში უფროსის  საყვედურის – და დიდობაში მსაჯულის განაჩენის . ‘’

ჩანაწერებიდან სათაურით ,,დაუსრულებელი’’

ლანგორეთი – ალბათ გსმენიათ,მაგრამ თუ მაინცდამაინც გეუცხოებათ მე გეტყვით თუ რას ნიშნავს ეს სახელი . ეს მთელ რეგიონში ყველაზე ცნობილი ,,ფსიქიატრიულის’’ სახელია . ,,ფსიქიატრიული ‘’ რბილად რომ ვთქვათ, თორემ მე გიჟებით სავსე ჯოჯოხეთის  ერთ პატარა ქალაქს ვეძახი , ან იქნებ სწორედ ასეც არის,  ვისთვის  როგორ . აქ ბევრს მოსწონს ყოფნა , უმრავლესობისთვის უმჯობესიცაა აქ ყოფნა , მაგრამ რეალურად  როგორია ის გარედან თუ შიგნიდან , ალბათ უკეთესი იქნება, თუ ნახავთ მას , მე კი ვაპირებ , რომ აღვწერო, თუმცა , მერწმუნეთ ის იმაზე მეტად საშინელია ვიდრე ქაღალდზე დაწერილ სიტყვას შეუძლია წარმოდგენა შეგიქმნათ.  ქალაქგარეთ , მის ირგვლივ  10 კილომეტრის  რადიუსში ერთი სახლიც არ დგას ,  მხოლოდ გავერანებული ჩაის პლანტაციები და  პატარ-პატარა ხეების გაუვალი ტყეებია , აქ ღამით ტურების ჭყავილი ისეთივე ჩვეულებრივობაა, როგორც ქალაქში დღისით მანქანის ხმა .  თითქოს სპეციალურად შეარჩიეს ასე უკაცრიელი და  მიუვალი ადგილი , თუმცა კი საპატიმროს უფრო შეეფერება  , გარეგნულად  ლანგორეთი მართლაც რომ საპატიმროს გავს . ხუთსართულიანი ჯვარედინი შენობა  ირგვლივ გალავნით და გისოსებით , ზუსტად არ  ვიცი თუმცა ყურმოკვრით განაგები მაქ 3000 ოთახიაო ლანგორეთში – სახელიც რა უცნაურია , თუმც არც მისი წარმომავლობის შესახებ ვიცი რაიმე .  აქვე ახლოს ერთი საშუალო ზომის ტბაა, რომლის ნახევარი ჭაობს უკავია , ზაფხულში აქ  მილიონობით ბაყაყი ყიყინებს , ეს ერთ-ერთი საშინელი სერენადაა, რაც კი ოდესმე მომისმენია , თითქოს სატანჯველივით იყოს  ყოველ საღამოს .როცა მე პირველად მომიყვანეს  აქ , ჩემი რეაქცია ის იყო , რომ  ვიფიქრე ნამდვილად შეეშალათ და  ფსიქიატრიულის მაგივრად ციხეში მომიყვანეს მეთქი, თუმცა მალევე , ეზოში რამოდენიმე ადგილობრივის დანახვამ   მიმახვედრა , რომ  ეს მართლაც ფსიქიატრიული იყო  , თუმცა არა ჩვეულებრივი , არამედ დიდად განსხვავებული  სხვა  მსგავსი დაწესებულებისგან . ეს ლანგორეთია – ყველაზე დიდ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ფსიქიატრიული , სადაც მხოლოდ ისინი ხვდებიან , ვინც მხოლოდ იმიტომ არ  დასაჯეს სიკვდილით ან არ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა , რომ სასამართლოს განაჩენით  ფსიქიკურად შეშლილებად მიიჩნიეს ,მაგრამ გამომდინარე მათი  ჩადენილი ქმედებებისა, ისინი არა – ჩვეულებრივ,  არამედ სწორედ ამ არაჩვეულებრივ  გარემოში გამოამწყვდიეს . ყოფა კი აუტანელია, მაგრამ თითქოს და სამოთხეში ხარო იფიქრებ ადამიანი ისე თეთრია ირგვლივ ყველაფერი , კედლები , საწოლი , ექთნები , ჩვენი- გიჟების ტანისამოსიც სულ თეთრია – და რა თქმა უნდა – ძილისწინ დასალევი აბებიც სულ მთლად თეთრია. აქ  რომ შეეშალოთ და ნორმალური მოგიყვანონ ,მაინც  შეიშლები ჭკუიდან , ამიტომ დარწმუნებული უნდა იყო , რომ რაც არ უნდა  ჭკვიანი სახით ან წყნარი ხმით  იყოს აღჭურვილი რიგითი ადგილობრივი შენთან მიმართებაში , აუცილებლად უნდა გახსოვდეს , რომ ის   ფსიქიკურად რიგზე ვერ არის. თავიდან მეც მეგონა , რომ არ იყო აქ ჩემი ადგილი , ყველას ვუმტკიცებდი , რომ მე სრულ ჭკუაზე ვარ , დაბალი ტონით , დალაგებული სახით , თუმცა ჩემი არც ექთნებს და მითუმეტეს ამ გამოთაყვანებული სახის მოქნე ინდივიდებს  არ სჯეროდათ , ამიტომ მეც ბედს შევეგუე და გარეგნულად მეც მათთნაირი ვიქეცი , თუმცა ძილისწინ აბებს და არა მარტო ამ აბებს , არამედ საერთოდ ყველას რასაც ჩემი ლამაზი ექთანი მაძლევდა ხოლმე არცერთს არ ვსვამდი , ჩუმ-ჩუმად ყველას ვაქრობდი ( აი ისე , ფილმებში როა) თუმცა რეალურად უფრო რთული ყოფილა , ერთხელ ენის ქვეშ დავმალე , ჩემმა ექთანმა რაღაც იყნოსა და პირი დამაღებინა , მერე ენაც გადმოამაწევინა , დიდი თვალებით  მიყურებდა , თუმც ვერაფერი ვერ დაიანახა ჩემდა გასაკვირად , მას მერე კი ნდობა ჩამოუყალიბდა ჩემ მიმართ და  მეც ჩემი ოინები ადვილად გამდიოდა . ხო რაც შემეხება მე , ვაღიარებ ის რაც მე გავაკეთე არ იყო ნორმალური  და ამას მხოლოდ გიჟი თუ იზამდა , თუმცა  ძნელი აღმოჩნდა დამეჯერებინა ეს ვინმესთვის , რომ ჩემი ქმედება ჩემი ძლიერი სულის ნაწილი იყო და არა ფსიქიკური შეშლილობის , თუმცა  ბოლოს მაინც არ ვინანე , რადგან საპყრობილეს  – ლანგორეთი გაცილებით სჯობია , აქ უფრო მეტი თავისუფლებაა  და უფრო მეტი საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი .  იმ  ავბედით დღეს კი , როცა სახლში იმიტომ მივედი დროზე ადრე , რომ ჩემი მეუღლისათვის სიურპრიზი გამეკეთებინა , რაც მისი რესტორანში დაპატიჟებით შემოიფარგლებოდა , ჩემს საძინებელში ჩუმად შესულს , მეტად  არასახარბიელო  სურათი გადამეშალა თვალწინ , ჩემი ცოლი ვიღაცასთან მღალატობდა . ეს ადვილია სათქმელად , თორემ რეალურად   ძალიან ცუდი ამბავია .  ალბათ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი ამ ფაქტს სხვადასხვანაირად ახსნის , თუმცა მე მაინც ისე ვიფიქრებ , როგორც იმ მომენტში დამილაგდა აზრები თავში , ეს ღალატი ჩემი ბრალიც იყო  და უმეტესწილად რა თქმა უნდა  ჩემი  მეუღლის . იგი 2 წლის გაცნობილი მყავდა და როცა გავიცანი მაშინ ვიღაცას ხვდებოდა ,( სწორედ ამ ვიღაცასთან რომ შევუსწარი ახლა )  მაშინ  კი როცა გავიცანი ,  ჩემთვის მთავარი ის იყო , რომ მომეწონა და მოვეწონე , რომ შევიყვარებდი და შემიყვარებდა .  ხოლო ვისთან რა გრძნობები აკავშირებდა ჩემამდე ეგ აღარ მაინტერესებდა , მანაც  მრავალჯერ დამარწმუნა მისი სათნო ხმით , რომ მხოლოდ მე ვარსებობდი მისთვის , აი აგერ ორი წლის თავზე კი  მე ჩემივე საძინებელში ძალიან დიდი შეურაწყოფის მომსწრე გავხდი , რამაც თვალებზე ბინდი ამაკრა , წიწილებივით შეშინებული ჩემი მეუღლე და  მისი ყოფილი მამრი კი საწოლზე ატუზულები მომჩერებოდნენ, თან ვერც მომჩერებოდნენ  და არ იცოდნენ რა ეთქვათ , მე მათ წინ დივანზე ვიჯექი  და  ალბათ შეშლილი სახით რაღაცაზე ჩაფიქრებული,   ფერი სულ დაკარგული მქონდა ,ბავშვობიდან ყველაზე მეტად ღალატს ვერ ვიტანდი , ეს მაცოფებდა და  თავს მაკარგვინებდა ,ეს კი ჩემს სიცოცხლეში  ღალატის პიკი იყო , შეიძლება მე არ ვიყავი კარგი ქმარი , შეიძლება ჩემი ცოლი იყო მეტად სუსტი ნებისყოფის  ან ქარაფშუტა , თუმცა ამაზე ახლა ვფიქრობ , როცა ფიქრისთვის დრო ზედმეტად ბევრი მაქ , ამიტომ მაშინ ცოტა ხნის პაუზის შემდეგ კარადის კარი გამოვაღე , ჩემი სანადირო ,,ვინჩესტერი’’ ორი ვაზნით შევაყენე  და  ,,მამრს’’ – რომელიც საცვალის ამარა კარებისკენ გარბოდა ლამის თავი წავაცალე, მერე კი  ჩემს ატირებულ  მეუღლეს  ახლოდან შიგ გულში ვესროლე .  ერთი შეხედვით  ჩვეულებრივი მკვლელობა , ეჭვიანობის ნიადაგზე , თუმცა ეს არ ვიკმარე და  გავაკეთე ის რისთვისაც აქ მიკრეს თავი ,ჩემი მეუღლის და მისი საყვარლის ცხედრები ერთად ჩავყარე ორმოში და ზედ მიწა კი არა  ცემენტი დავასხი , 24 საათის შემდეგ კი  , როცა ცემენტი არაუშავს შემშრალი იყო , მე პოლიციაში დავრეკე , ყველაფერი  გარკვევით მოვახსენე და  ყურებში ყურასასმენებით  მათ ჩემი და ჩემი ცოლის საყვარლის საფლავზე წამოწოლილი დავხდი , მათი გაოგნებული სახეები კი  სიცილის მიზეზად ახლაც მყოფნის . არ ვიცი რამდენად, არანორმალური საქციელი იყო , რამდენად  ლეგიტიმური ან უსამართლო , თუმცა რაც იყო იყო , მე არაფერზე არ მწყდება გული და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას  იმ მოსამართლეს , როელმაც საშიშ შეშლილად მიმიჩნია და  მეც რიგითო ,,ლანგორელი’’ გამხადა . ის რაც მოგიყევით  რა თქმა უნდა  ალბათ უფრო დაწვრილებით და დეტალურად შემეძლო  , თუმცა ვთვლი რა წინ უფრო სიანტერესო ამბები გველოდება , ჩემი ქარაფშუტა მეუღლის და მისი მამრის სასიყვარულო ვნებათაღელვის დაწვრილებით გადმოცემას უადგილოდ ვთვლი. როგორც ინგლისელები ამბობენ what’s done is done  (რაც მოხდა , მოხდა )  მე  სასტიკი მკვლელობისთვის, რომელიც სამუდამო პატიმრობით ფასდებოდა , ლანგორეთის ბინადრობა მერგო წილად . ბინადრობა ალბათ შეუფერებელია , რადგან ასე  ზოოპარში  გამომწყვდეული ცხოველები მოიხსენიება , თუმცა  ვთვლი რა  აქ არანაკლები ცხოველები  დააბიჯებენ ,  ეს ტერმინი უფრო შეეფერება .  ორი წელია რაც , აქ ვატარებ ჩემი ცხოვრების ყველაზე მოსაწყენ წუთებს , ნამდვილად არ ვარ შეშლილი , ოდნავადაც კი , თუმცა აქ ამის თქმა იგივეა, სუფრაზე  კაცმა თქვას მთვრალი არ ვარო , ერთნაირი უკუშედეგი მოყვება ორივეს. თუმცა მეორეს მხრივ არც მინდა რომ  ვთქვა , ან დამიჯერონ კიდეც , იმიტომ , რომ საპყრობილეს  ათი თავით მირჩევნია ლანგორეთი , თითქოს განუვითარებელ საზოგადოებაში , წიგნიერი ინდივიდის როლს ვთამაშობ , ხანდახან კი მეშინია  ბატონი ჯონის, რომელიც ყოველ დილით ისეთი სახით მხვდება საუზმისას , თითქოს მისი ოჯახი მე ამომეწყვიტოს და შურისსაძიებლად ძალებს იკრებდეს . ჯონი ერთ არამშვენიერ დღეს იმ დროს დაბრუნდა სახლში როცა , მანქანიდან გადმოსულმა  დაინახა თუ როგორ აფეთქდა მისი საცხოვრებელი ბინა . ამის მერე  სამი თვე გაძლო იმ ნიღბის ტარებით , თითქოს და შეძლო ამ ტრაგედიასთან გამკლავება , თუმცა ამ პერიოდის გავლის შემდეგ მან ერთ უღიმღამო დღეს , პატარა კაფეში ხალხი დაჟუჟა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვინც მოასწრო გაქცევა მოასწრო ვინც არა იქვე განუტევა სული ჯონის ნასროლი ცხელი ტყვიების გამო , როგორც ამბობენ დაახლოებით 12 ადამიანი მოკლა , რამდენიმე მოსწავლეც  იყო  მათში, აი სადამდე მიყავს ადამიანი დიდ ფსიქიკურ ტრამვას, შესაბამისად მას  ის დიაგნოზი დაუსვეს , რამაც ამ თეთრი კედლების ბინადარი გახადა , ის უკვე ვეტერანი ლანგორელია , როგორც იტყვიან ,,ძველი გვარდია ‘’  მასთან გასაუბრება ხშირად მიცდია , თუმც მისი საშინელი მზერა ყოველთვის მცემდა მოკლე და ყველაფრის მთქმელ პასუხს  და მეც თავი აღარ მოვაწყინე . ნიღაბი ვახსენე და აუცილებელია ჩემი როლის დახასიათებაც ამ სპექტაკლში , მე როგორც ყველას ჩემი ყოველდღიური როლი მაქ , რაც უადგილო ადგილას გაცინებით და ლოყაზე კბენით შემოიფარგლება, იქნება ამიტომაც მერიდება ყველა , ექთანსაც ტანადი ფერადკანიანი მოჰყვება ხოლმე ჩემთან ვიზიტის დროს , ალბათ დაცვის მხრივ , თორემ ისე აბრიალებს თეთრ თვალებს ჩემი დანახვის დროს უფრო ლმობიერ მზერას შეარჩევდა . თუმცა არც მარტოობას ვუჩივი . დეივიდი ,  კუდიანი ჩაკი ( ასე ვეძახი , რასაც ივარაუდებს ყველაფერი ერთი–ერთში ჯდება ) ვალიკო  და ბატონი უცნაურობა ( სოლომონი ჰქვია ) მუდამ ჩემს ირგვლივ ფუსფუსებენ  ჭირში თუ ლხინში  და მეც ასევე . ნელ-ნელა ყველას  დავახასიათებ და აღვწერ , ერთ წიგნს მარტო მათ ბიოგრაფიაზე დაწერდა კაცი , თუმცა ეგ სხვა დროს იყოს . გარდა ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ადგილობრივებისა აქ კიდევ დაახლოებით 2500-ამდე ბინადარია  და რა თქმა უნდა ყველა სახეზე არც კი ვიცი , არ ვიცი ამოდენა ფსიქიატრიული თუ მოიძებნება სადმე , ალბათ არა  მაგრამ , რომ იყოს  მას არასოდეს ექნება პატიცი იყოს ისეთი ღირსშესანიშნავი ადამიანის და ვთვლი ჩემს შედეგ ყველაზე დაწყობილი ლანგორელის მასპინძელი , როგორიც ბატონი  საშაა. ბატონი საშა ზემოთ ნახსენებ ,,ძველ გვარიდიას ‘’ მიეკუთვნება და ჩემსავით მასაც არ გამოუვიდა  არანაირი კონტაქტის დამყარება  ბატონ ჯონისთან , მაგრამ ეგ არაფერი ,  საშა ჩემსავით  ცოლის სასტიკი მკვლელობისთვისაა აქ , როგორც თვითნ ამბობს  თავიდან ნამდვილად  გაგიჟებული იყო , თუმცა აქ  მაშინდელი მდგომარეობიდან გამოვიდა  და  ახლა სრულ ჭკუაზეა , ბოლო ბოლო ბატონი ჯონივით გამოხედვა მაინც არააქვს . მიუხედავად ამისა მასთნაც ვერ ვგულახდილდები და ჩემს როლს პირნათლად ვასრულებ , განსხვავებით კბენისა . ერთხელ ერთი ჩვეული საუბრისას მკითხა თუ მასთან ასეთი რამ რატომ არ მომდიოდა , თავი იმით გავიმართე , რომ მხოლოდ მათ ვკბენდი ვინც არ მომწონდა, მაშინ ის ჩამეკითხა მყისიერად , თუ რატომ არ ვესხმოდი  თავს ბატონ ჯონის დღეში სამჯერ მაინც და გულიანად ჩაიცინა , ჩემი პასუიხ ის იყო , რომ პირველ რიგში შიში მქონდა მისი , ხოლო მერეს მხრივ  ძალიანაც მომწონდა მისი ასეთი მარტოსულობა , რადგან მეც ბუნებით მარტოსული ვიყავი , უბრალოდ არ ვიმჩნევდი. უნდა ვაღიარო , რომ ბატონი საშა  მართლაც და სრულ გონზე აშკარად შეუფერებელი იყო ამ ჯოჯოხეთის , თუმცა უკვე 80 წლისა კი იყო და ხშირად ამბობდა, რომ აქაურობას ისე შეეჩვია , სასწაულიც  რომ მოხდეს და ნება მიეცათ  წასვლის , არსადაც არ წავიდოდოდა . განათლებული კაცი იყო , აქ მოსვლამდეც და  მას მერე ხომ საერთოდ წიგნი არ დაუტოვებია წაუკითხავი , მახსოვს ერთხელ ისეთი რამ მითხრა რაზეც დიდიხნს ვფიქრობდი , ათეისტი არ იყო , არც ძალიან მორწმუნე თუმცა ვოლტერის ფრაზას ხშირად იმეორებდა :- ღმერთი რომ არ ყოფილიყო ,მისი გამოგონება იქნებოდა საჭიროო’’ და ამ ფრაზით ბევრ სხვა მსგავს ფრაზებს აწყობდა და მეტყოდა ხოლმე  , მაგრამ ერთხელ ასეთი რამ მითხრა : ,,რომ არა მონანიება და იმის გააზრება , რომ ადამიანს ცოდვის მონანიება შეუძლია , მაშინ მისთვის ერთი ჩადენილი ცოდვა უკვე ის ლაფია , რომელსაც ვერ მოიშორებს  და არსებითად მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე მას ერთი  ლაფი ექნება ცოდვის სახით  თუ ასი. შესაბამისად, რომ დავუშვათ, რომ ცოდვა პირობაა მარადიული ტანჯვის,ა  ხდება იმის აუცილებლობა , რომ ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდეს რწმენა იმისა, რომ მას არაერთი ცოდვის მონანიება შეუძლია , რადგან თუ არა ეს განცდა  ადამიანი გახდება სრულიად დაუმორჩილებელი’’ .

თუმცა ალბათ ვცდებიო  და კარგი იქნება თუ ვცდებიო  დააყოლა ბოლოს . თვითონ კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, თუმცა , ერთხელ ჩემს მეგობარ დეივიდთან მოუვიდა კამათი, რაც დიდ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა  და საბოლოოდ ერთმანეთისადმი ცუდი განწყობის შექმნით დასრულდა . საქმე იმაში გახლდათ, რომ  დილით საუზმობისას , დეივიდი  ბატონ საშას სწორედ იმ ადგილზე დახვდა მოკალათებული სადაც ის წლებია უკვე ბატონ საშას არაფორმალურად , თუმცა დამსახურებულად და სტაჟით ეკუთვნოდა , საერთოდ ადამიანებს გვიყვარს , რაღაცის ამოჩემება და ამით სხვების თვალში გარკვეული სახის  ნიშას ვქმნით , ეს ან არ იცოდა დეივიდმა ან კიდევ  ანგარიში არ გაუწია მოხუცს , ბატონმა საშამ კი თავის მხრივ ფიცხი დეივიდის  უწმაწური სიტყვა–პასუხი ვერ მოითინა და  ის , რომ  ამდენი წლის განმავლობაში პირველად დაიკავეს მისი ადგილი , დეივიდი სხვათაშორის ჩემზე გვიან გადმოყვანილი იყო ლანგორეთში,მისი ისტორია ვიცოდი , ყველაზე მთავარი კი ის იყო რომ სწორედ ასეთი უწყინარი შელაპარაკების გამო წინა ფსიქიატრიულში  ერთი შეშლილი  ჩანგლით მოკლა , რაც ალბათ მთავარი მიზეზი გახლდა მისი აქ გადმოყვანისა , ამიტომ ვიცოდი რა ეს ისტორია ,  როგორც კი   შევნიშნე ეს ფაქტი მაშინვე იქ მივვარდი და შუაში ჩავდექი . სხვათაშორის არ იყო დეივიდი  ასეთი საშიში ადამიანი, თუმცა  როცა ნერვიულობდა ის უკონტროლო ხდბოდა . ამ ინციდენტის შედეგ  ამ ორ ბინადარს შორის ცუდი ურთიერთობა ჩამოყალიბდა .

თუმცა  კამათი , ჩხუბი,   აქ ყოველდღიურობის ერთი დიდი ელემენტია  და ამაზე ყურადღება დიდად არავის არ გაუმახვილებია , მე კი ძალიან მაწუხებდა   ერთი მხრივ  ჩემი კარგი მეგობარი  და მეორე მხრივ ბატონი საშა. დეივიდი ძალიან  ჯიუტი იყო , თუ რაიმეს აიჩემებდა სიტყვიდან არაფრით არ გადავიდოდა.  ბატონი საშაც არ იყო უკან დამხევი  თუმცა უკვე იმდენად იყო მოტეხილი , რომ ხელჯოხი სჭირდებოდა , ამიტომ  სადმე  ეს ორნი მარტო რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს,   რაღაც ცუდი მოხდებოდა.  ამიტომ ვცადე მათი შერიგება , ჯერ ბატონ საშას დაველაპარაკე , თავიდან უარზე იყო , თუმცა ჯანდაბას ამ სიბერეში რა დროს ჩხუბიაო  და დამთანხმდა  , მაგრამ  დეივიდი კი ნამდვილად სიტყვიდან გადაუსვლელი გამოდგა , უკვე ავადმყოფურად ჯიუტობდა   , ამის გამო მეც გამიფუჭდა მასთან ურთიერთობა , რადგან  გავათვიცნობიერე , რომ მას ბოლომდე  არ ვიცნობდი  და როცა უკვე  უკეთესად დავიანახე  მისი ბუნება,  ვარჩიე , რომ მისგან თავი შორს დამეჭირა , თუმცა მისგან იმის პირობა კი მივიღე , რომ  ბატონ საშას  სიტყვასაც არ ეტყოდა   ტყუილად  , ამან ცოტა დამაიმედა . მართლაც ამ, ამბიდან ისე განვლო კარგა ხანმა , რომ   მათ შორის არაფერი არ მომხდარა .  დეივიდთან ისე ახლოს აღარ  ვიყავი, ბატონ საშას კი  ვესაუბრებოდი და ვესაუბრებოდი , ხანდახან ამ საუბარში მავიწყდებოდა ჩემი როლი და  ამაზე ჩაფიქრების მერე მეტყოდა ხოლმე საშა – ,,, შენ აქ რა გინდა ?  შენნაირი დალაგებული  ნეტა გარეთ დადიოდეს ბევრიო ‘’’ ამაზე ჩვეულად ჩავიცინებდი ავადმყოფურად  და  ჩემი ღრმარწმენით ბატონ საშას თავისი სიტყვები  გულში ჩუმად უკან მიჰქონდა .

ერთ თბილ დილას , როცა მზის სხივები პირდაპირ სახეში მეხეთქებოდნენ თუმცა საამურად მათბობდნენ და არ მწვავდნენ , ეზოში სკამზე ვიჯექი და ხელებით უკან მაგიდაზე ვიყავი დაყრდნობილი ,  თითქოს  ჯოჯოხეთში  ნეტარებას მივაგენიო და ამ დროს  მზის სხივების ნაკლებობა ვიგრძენი და  ვიფიქრე ღრუბელი გადაეფარა მეთქი , თვალი გავახილე და  ჩემს წინ ორიოდე ნაბიჯში კუდიანი ჩაკი  იდგა და მომჩერებოდა მომღიმარი სახით , რაღაც ეშმაკობა აქ მოფიქრებულიო გეგონებოდა ისე მიცქერდა . საერთოდ ახასიათებდა   უაზრო ქმედებებები  და მერე სიცილს იწყებდა , მე სიცილი მქონდა  გიჟის სახედ ამიტომ მეც ავყვებოდი და ასე ვიცინოდით ერთად . ამ დილით კი  კაი გვარიანად გადავრჩი რასაც ქვია , რადგან  კუდიანი გულახდილი გამოდგა და გამიმხილა მისი  განუხორციელებული გეგმა. :

  • შორიდან დაგინახე და მაშინვე მომინდა შენთვის რაღაც დამეშავებინა , რომ მოგიახლოვდი  უკვე გადაწყვეტილი მქონდა , რომ  წიხლს  ფეხებშორის ჩაგარტყამდი , თუმცა ძალაინ რომ მოგიახლოვდი ოდნავ შევყოვნდი და ამ დროს შენც თვალები გაახილე .

მერე მე შემომხედა ,  წარბებშეკრული ვუყურებდი ,მერე უეცრად სიცილი დავიწყე , კუდიანიც ამყვა და  ასე ვიცინეთ ალბათ ორი წუთი  , უცებ მაწყვეტინებს და  მეუბნება სერიოზული სახით :

  • მოკლედ , ცუდი რამ შეიძლება მოხდეს ამ ჩვენს ლანგორეთში , ძალიან ცუდი , რაღაც გავიგე და არ შემიძლია , რომ არ გითხრა .

საერთოდ  გაქანებული გიჟი იყო , მაგრამ   ეს არ უშლიდა ხელს , რომ ხანდახან ზომაზე მეტად დაკვირვებული  ყოფილიყო . ნამდვილი არწივის თვალი ჰქონდა, არაფერი არ გამოეპარებოდა და როგროც ზემოთ აღვნიშნე  რასაც მეტყოდა ხოლმე წინასწარ ის აუცილებალად ხდებოდა . ამიტომ მის ყოველ სერიოზულ  ნათქვამს დიდი ყურადღებით ვუსმენდი . თუმც ამჯერად სანამ ამბის თხრობაზე  გადავიდოდა  ზარის ხმა გაისმა , რაც იმის მანიშნებელი იყო , რომ დილის გასეირნება სუფთა ჰაერზე დამთავრებული  იყო , მე მაინც ვუთხარი რომ მოეყოლა   , მაგრამ არაო  ასე მოსაყოლი არ არის მეტად სერიოზული ამბავიაოო .

იმ დღეს ისე მოხდა , რომ კუდიანის ნახვა მეტჯერ ვეღარ მოვახერხე  , თუმცა კი მთელი დღე ინტერესი მღრღნიდა თუ რა უნდა ეთქვა  ასეთი . თითქოს სადღაც გაქრაო , ვერსად ვერ ვიპოვე , მერე ბატონ საშას შევხვდი  ჩაკი სულ გადამავიწყდა და დაღამებამდე  ვემუსაიფებოდი . მე ახალგაზრდა კაცი ვიყავი და თვითონ უკვე ასაკში შესული და როგორც თვითონ ამბობდა ცალი ფეხით  სამარეში მყოფი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიზიარებდა  და მეც დიდი ინტერესეით ვუსმენდი , მოსმენა უფრო მიყვარდა ვიდრე  საუბარი და საშასთან ეს იდელურად გამომდიოდა . იმ საღამოს ერთ ამბავი მომიყვა , ვიღაც უბედურ ბიჭზე , რომელმაც მთელი ცხოვრება წვალებაში გაატარა და ახალგაზრდა მოკვდა  სიმსივნით ,  ჰოდა ეს ამბავი იმას მოაყოლა , რომ  მისი აზრით ეს ბიჭი ბედნიერი წავიდა ამ ქვეყნიდან რადგან ისეთებს არ იცნობდა , როგორებიც  ჩვენს ირვლივ მრავლად იყვნენ . თუმცა კი მე მაინც კარგად ვერ მივხვდი ამ ამბის მნიშვნელობას, თავი ისე მოვაჩვენე საშას თითქოს ყველაფერი გასაგები იყო და ძილის დროც მოვიდა ამასობაში . პალატებში გვიხმეს  საშას დავემშვიდობე თუმცა მისი ოთახი ჩემი ოთახის მოპირდაპირედ ორის გამოტოვებით კი იყო მაგრამ მისალმება და დამშვიდობება  ამ კაცს ძალიან უყვარდა  და სიმბოლურია ალბათ რომ  გასაოცარი თბილი ღიმილით დამემშვიდობა ამ საღამოს .  პალატაში შევედი თუ არა მალევე მესტუმრა  ჩემი ექთანი , რომელიც , ალბათ რომ არა ჩემი მდგომარეობა სიამოვნებით დაინტერესდებოდა ჩემით, თუმცა ახლა ეს გამორიცხული იყო , თან როცა ამხელა მუტრუკი ახლდა თან დაცვის მიზნით .  ძილისპირული აბები მომცა  მეც ვითომ დავლიე , პატარა ბავშვივით გავუღიმე და  საწოლში კოხტად  მოვკალათდი . დაღილი არ ვყოფილვარ , აქ რა დაგღლის , თუმცა ტკბილად დამეძინა ,,ასე ტკბილად  და ყრუდ ჯერ  არ მძინებია ლანგორეთში’’ თუმცა  ასეთ იდილიას  , რაღაც ცუდი ყოველთვის ახლდა ლანგორეთში და დილით  ერთ-ერთი ექთნის კივილის ხმამ  მთელი მეოთხე სართული შეძრა  სხვებს რომ თავი დავანებოთ , ბუნებრივია ყველანი პალატებიდან გარეთ გამოვვარდით , კივილი საშას პალატიდან მოდიოდა , უცებ გამოვარდა კიდეც სახეზაე ფერდაკარგული ატირებული ექთანი გარეთ და არ იცოდა საით გაქცეულიყო ,  მივხვდი ყველაფერი რიგზე რომ არ იყო და საშას ოთახისკენ გავეშურე , უცებ მივვარდი  ,  სოლომონმა მიმასწრო მისვლა, კარები შეაღო , მე უცებ მხარზე ხელი ვავლე  უკან გამოვქაჩე და წინწაგრძელებით ოთახში შევიხედე . ბატონი საშა თავის საწოლშ იწვა , თავზე კი თეთრი გამჭვირვალე ცელოფანი ჰქონდა წამოცმული , უეცრად გავშრი , მერე შიგნთ შესვლა გადავწყვიტე თუმცა ამ დროს დაცვაც ადგილზე გაჩნდა და უკან გამოგვაგდო ორივე ,, მოკლეეეეს’’ მოკლეეეეს’’ ბოლო ხმაზე ყვიროდა სოლომონი და ხელებს თავში იშენდა  , რაღაც არაბუნებრივად და ირონიულად აკეთებდა ამას .  დაცვის თანამშრომლები უეცრად ძალიან ბევრი გაჩდნენ თითქოს დარბეული ბზიკის ბუდე ყოფილიყოს და უკან , პალატებში დაგვიწყეს შესხმა , სოლომონი კი გაჰკიოდა და გაჰკიოდა  მოკლეს , ეს მისი  დიაგნოზითაც ალბათ ლეგიტიმური ქმედება იყო , აურაზაური ვიზუალურად კი ჩაცხრა , თუმცა მითქმა–მოთქმა ,საუბრები და ხმაური მაინც იყო , მერე  უფროსიც მოვიდა , ლანგორეთის გამგე , მეტსახელად  ,,ჩანჩურა’’  , ეს სახელი აქ დიდი ხნის წინ შეურქმევიათ მისთვის , სიარულის მანერისა და გამოხეული ჯინსის შარვლისთვის,  ისე კი მემგონი , თეიმურაზი ერქვა,   თუმცა ამ სახელით მხოლოდ მედპერსონალი მიმართავდა , რა თქმა უნდა .  მან უცებ ბრძანება გასცა , რომ ყველანი ეზოში წავეყვანეთ , ეს ეზო დიდი კი იყო , მაგრამ მთელი ლანგორეთი რომ აქ იკრიბებოდა , გეგონებოდათ მიტინგი მზადდებოდა.  ამჯერად კი  შეუჩერებელი ჩურჩული და გადალაპარაკებები  საკონტროლო წერას მახსენებდა .  ბატონ საშას ჩემ გარდა აქ მეტნაკლებად თუ იცნობდა ვინმე და რაღაცნაირადაც შეჩვეული ვიყავი ამ  ბერიკაცს , მისმა ასე მოულოდნელმა წასვლამ თან მკვლელობით , კი ერთი მხრივ  გული დამწყვიტა და მეორე მხრივ  საგონებელშ ჩამაგდო , ვის რაში სჭირდებოდა ამ ბერიკაცის სიკვდილი , რომელსაც , როგორც თვითნ ამბოდა  , მართლაც ლამის სამარეში ედგა ცალი ფეხი , ნუთუ დეივიდმა გააკეთა ეს?  ნუთუ ამ დონემდე შეტოპა , რა თქმა უნდა პირველი ვინც მე და ალბათ ნახევარ ლანგორეთს ვინც ოდნავ მაინც აზროვნებდა თავში სწორედ დეივიდი და ამასწინანდელი კამათი გაახსენდებოდა , ბატონ საშასა და დეივიდს შორის .უეცრად დავტრიალდი და დეივიდის ძებნა დავიწყე , თუმცა პოვნა არ გინდოდა ამოდენა ხალხის მასაში ?  ვეძებდი და თან გზა და გზა  ჩამესმოდა  გადალაპარაკებები ,,იმ გიჟმა მოუღო ბოლო ‘’  ,, უნდა მოეკლა  ადრე თუ გვიან უნდა მოეკლა ‘’  ,, ეს  გარეწარი ეს , როგორ გააკეთა?  და მსგავსი ფრაზები, ძირითადად  დეივიდზე  საუბრობდნენ . აქ ლანგორეთში  ადამიანების მოხვედრის მიზეზი  უფრო მეტწილად მათი დანაშაულის სიმძიმე იყო ვიდრე მათი ფსიქიკური მდგომარეობა , ამიტომ მსოფლიო პოლიტიკაც რომ გაგერჩიათ , ნებისმიერი ლანგორელი შემოვიდოდა პოლემიკაში და  ის , რომ მკვლელი უკვე ნაპოვნი ყავდათ და  უფრო ღრმადაც ფიქრობდენ ჩემთვის  გასაკვირი არ ყოფილა . დეივიდის ნახვა გამიჭირდა , თუმცა სანამ ვიპოვიდი იმას ვფიქრობდი , რომ ეს არ იყო დეივიდის გაკეთებული , რადგან ძალიან მიუხვედრელი უნდა იყო , რომ მოკლა ის  ვისაც ორი კვირის  წინ ლამის  მართლაც მოკვლით დაემუქრე , მე ვფიქრობდი , რომ ეს  ვიღაცამ კარგად გამოიყენა  და ამასობაში დეივიდიც დავინახე , კუთხეში , მაგიდაზე იჯდა და ფეხები სკამზე ეწყო , თავჩაქინდრული,  რაღაცაზე ჩაფიქრებული , ირგვლივ ხალხი ერეოდა , მივუახლოვდი  და მის გვერდით დავჯექი .

  • დეივ, დარწმუნებული ვარ , რომ ეს შენ არ გაგიკეთებია , მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდე,  შენგან მინდა დასტური , რომ ეს მართლაც შენ არ გიქნია . დეივიდი საოცრად დაწყნარებული და გაწონასწორებული იყო , თითქოს სხვა  ადამიანიაო.
  • რომც გითხრა არა მეთქი განა რაიმე შეიცვლება? შეიძლება გიჟი ვარ , მაგრამ მკვლელი არასოდეს არ ვიქნები და თუ მაინც მოვკლავ ვინმეს იმიტომ არა რომ  მკვლელი ვარ , იმიტომ რომ გიჟი ვარ ,  ვიცი რომ შენ გჯერა ჩემი,მაგრამ შეხედე ამ ბრბოს , მარტივად  მოაზროვნე , მარტივად მოქმედ ბრბოს,  ამათ დააჯერებ რამეს?  ყველანი თავს დადებენ , რომ ჩემი გაკეთებულია , თუმცა ისიც არის , რომ მეტ უარეს ადგილას სად უნდა წაიყვანონ?  რას მიზამენ ? მცემენ ?  მაწამებენ?   უბრალოდ არ მინდა, რომ მკვლელის სახელი მერქვას , მეტი არაფერი …

არ ვიცოდი რა მეთქვა , დეივიდმა  გამაკვირვა  მისი საუბრით და წყნარი ტონით.

  • იცი რა დეივ ? თავს ნუ მოაჩვენებ თითქოს გაწონასწორებულად შეგიძლია საუბარი , პირიქით დაანახე,  რომ ავადმყოფი ხარ   და  რა თქმა უნდა უარყავი  რომ შენ მოკალი , მართალი ხარ , რას გიზამენ ? ყველაზე მკაცრი ის იქნება განსაკუთრებულ ზედამხედველობის ქვეშ  არ გადაგიყვანონ.თავარია იმ ბნელ ოთახში არ გამოგკეტონ და მერევენ ორივე გავარკვევთ ამ ამბავს  და  სახელიც არ  შეგრჩება , როგორც მკვლელის , ვიპოვით იმ  ნაძირალას . დეივიდმა განწირულად შემომხედა , დამეთანხმასავით თავის ქნევით და ისევ ქვემოთ დაიხედა , ამ დროს ნელი ჩოჩქოლი ატყდასავით და ჩვენს წინ ბრბო აქეთ–იქით  გაიწია.დაცვის ოთხი თანამშრომელი მოვიდა.დეივიდმა ხელები ზემოთ ასწია მოგყვებითო უთხრა , თუმცა ჯიბგირებმა მაინც იქედან და აქედან ხელები გამოსდეს და ისე წაიყვანეს.  ამ დროს კი  კუდიანი გამახსენდა   და  ნადირივით დავიწყე თვალების ცეცება , რადგან ვგონებდი მას რაღაც ღირებული ინფორმაცია უნდა ჰქონოდა რაც გუშინდელს მერე მაინტერესებდა და ახლა უფრო მეტად დამანტერესა,  რადგან ამ ამბავთან დავაკავშირე რატომღაც . მისი ძებნმა გამალებით დავიწყე თუმცა  ამაოდ ვერ ვიპოვე , არც იყო ადვილი  ამასობაში  კი ,,ჩანჩურა’’ ზემოდან გადმოდგა და მიკროფონშ ჩაგვძახა , რომ ყველაფერი ჩვეულებრივად უნდა გაგრძელებულიყო  და ახლა  კი საუზმობის დრო იყო და ყველანი სამზარეულოს დაბრაზისკენ … დარბაზში შევედი თუ არა  იქვე კარებთან ავიტუზე  და შიგნით შემოსულებს ვაკვირდებოდი , ვინც შიგნით იყვნენ იმათ შორის არ იყო კუდიანი და  წესით ასე უნდა მეპოვა ,  თვალები ამიჭრელდა  იმდენი ხალხი შემოვიდა  და   აი უცებ კუდიანიც გამოჩნდა , უეცრად ხელი ჩავავლე მკლავში და ჩემკენ გამოვწიე , შეეშინდასავაით და  შეცბა , – დაწყნარდი მე ვარ მეთქი  მივუგე ..
  • ხედავ რა მოხდა? მითხარი  რაიმე ხომ  არ იცი ამ ამბის შესახებ , ვიღაცა დეივიდს უჩალიჩებს  და  თუ რამე იცი მითხარი  უნდა დავეხმარო მეთქი  … კუდიანი შეცბუნებული  მიყურებდა , მერე ჩაილუღლუღა
  • – მე არაფერი არ ვიციო , ახლ არ შემიძლია საუბარი, თან ცუდად ვარო  და  გამეცალა .  ვის ვის და ამ კაცს ვერაფერს ვერ გაუგებდით , ალბათ არავისთვის შეურქმევიათ ისეთი სიზუსტით ზედმეტსახელი, როგორც მე მას შევარქვი . მაინც ვფიქრობდი , რომ მან რაღაც იცოდა და ფილმებში რომ ხდება ხოლმე მაინდამაინც ისე მოხდა , არაფერი არ მითხრა ,მერე ის წარმოვიდგინე ,  რომ ფილმებში  ასეთ მცირე , თუმცა ღირებული ინფორმაციის  მქონე ტიპებს კლავენ და ამაზე უფრო მეტად აღვშფოთდი , მართალია ფილმს არ ვიღებდით და არც ჩვენ ვიყავით მსახიობები , მაგრამ , ვაიდა  ასე მოხდარიყო  მერე  ხელების თავში შენა  ვეღარაფერს უშველიდა . ისევ მოვძებნე  ჩაკი  , თუმცა ამჯერად უკვე ისევ ვერ ვიპოვე , ისევ სადღაც აორთქლებულიყო .

საუზმის მერე , დიდხანს ველოდი  დეივიდის გამოჩენას მაინტერესებდა, თუ როგორ დამთავრდებოდა გამომძიებლებთან  შეხვედრა , თუმცა არა და  არ ჩანდა . მერე მომაფიქრდა იქნებ მის ოთახში იყოს მეთქი და  გაამართლა ჩემმა ვარაუდმა , დეივიდი საწოლზე ჩამომჯდარიყო, რაღაცაზე ჩაფიქრებული  თითქოს უსულო ნივთი დევსო ისე იყო, არც ირხეოდა , შევედი ოთახში გვერდით მივუჯექი  და  ვკითხე  – რაო გამომძიებლებმა ?

  • შეკითხვები დამისვეს , ყველაფერზე , აბსოლუტურად ყველაფერი მომაყოლეს , დარწმუნებით ვერ გეტყვი მაგრამ , ისეთი თვალებით მიყურებდნენ ნამდვილად დამნაშავე ვგონივარ მაგათ  და მალე ალბათ შეშლილ მკვლელადაც გამომაცხადებენ .
  • ნუ გეშინია , დანაშაულს დამტკიცება უნდა , ჯერ დაგიმტკიცონ , საინტერესო კი არის ისე რანაირად აპირებენ ამას  არა?  შენ ხომ სუფთა გაქვს ხელები ამ საქმეში ?
  • კი, მაგრამ ჩემ გარდა არის ვინმე სხვა ალტერნატივა ? ყველასთან კარგად იყო ეგ მოხუცი , ყველას ემეგობრებოდა , ერთადერთი ვისთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა მე ვიყავი , რა სულელი ვარ , რა მინდოდა რატომ გავჯინიანდი , თუმცა თავს ვერ ვაკონტროლებდი , მერე კი ვნანობდი გულის სიღრმეში ,თუმცა რა ხეირი .
  • შენ ნუ გეშინია დეივ , ყველაფერს გავარკვევთ , შეშლილები კი ვართ , მაგრამ ირგვლივაც ხომ ჩვენნაირი ჭკუანაკლულები არიან,  ასე  რომ თანაბარ უფლებებში ვართ .  თანაც იმ კუდიანმა , ჩოხომ ჯერ კიდევ გუშინ მითხრა , რომ რაღაც ცუდი მოხდება  ლანგორეთშიო და მას მერე  ხელთ ვერ ჩავიგდე , რომ გამოვკითხო რა იცოდა ან რას ვარაუდობდა , ასე რომ ახლა პირდაპირ მის მოსაძებნად წავალ და თუ ვიპოვე იქნებ რაიმე გავიგო .

ასე გამოვემშვიდობე დეივიდს , რომელიც ძალიან გულჩათხრობილი ისევ ისე უსულოდ იჯდა საწოლზე  და  კარებიდან გამოსვლისხანს გავიგონე,  თუ როგორ ამოიოხრა და თან ორი სიტყვა აღმოხდა ,,ძალიან დავიღალე ‘’ მე შუა კარებში მყოფმა ოდნავ პაუზა გავაკეთე და ისევ განვაგრძე ჩემი გზა .  ეს  ოხერი ჩაკი კი ვერაფრით ვერ ვიპოვე , ლანგორეთი საკმარისად დიდი იყო რომ აქ ვინმე ისეთი გეპოვა   ვინც გაგირბოდა  და კუდიანი მართლაც ასე იქცეოდა , გუშინდელს მერე თითქოს მემალებოდა  , განსაკუთრებით კი  დილინდელი ამბის შემდეგ . არც სადილობისას და არც ვახშმობისას  ის არსად ჩანდა , მერე ბოლოს ისიც ვიფიქრე  დაძინების წინ მაინც მივალ და  დაველოდები მის გამოჩენას მეთქი , მეტი სად უნდა წასულიყო , ბოლო ბოლო საწოლ ოთახთან მოვიდოდა . ასეც მოვიქეცი და  კუდიანის ოთახთან კუთხეში ავიტუზე , დიდხანს ველოდე აქაც , და  ჰოი საოცრებავ , ნადირობისას  ტყიდან გამოპარული მელიასავით  მოცუნცულებდა  ჩვენი ჩაკი  საძინებელი ოთახისკენ  , თუმცა  მალევე შემამჩნია და ნაბიჯების სისწრაფეს მოუკლო , იმდენად მოუკლო , რომ ლამის გაჩერდა , თითქოს  მოსნტრს ხედავსო , მე გავუღიმე და ვუთხარი

  • რა იყო შე კაცო , რა დაგემართა , ასე დაფეთებული სახე რატომ გაქ მეთქი  და მისკენ წავედი .

თუმცა  ამ დროს  უკნიდან  დერეფანში,  ჩემი ექთანი და მისი ფერადკანიანი მცველი გამოჩნდნენ , რომლებმაც ჩემ დანახვაზე გაკვირვება ვერ დამალეს , აქ რა გინდათო ?  და სასწრაფოდ უკან გამობრუნება დამიპირეს , მე  ჩემებურად გავიცინე , თან კი მეცინებოდა სიმწრისგან და  ექთანს სულ ცოტა ხანი დარჩენა ვთხოვე , ვუთხარი მეგობარს დაველაპარაკები და მალე დავუბრუნდები ჩემს საძინებელ ოთახს მეთქი , თუმცა ექთანი შუედრეკელი აღმოჩნდა , ერთმანეთის ნახვას ხვალაც მოასწრებთო და უკან გამომაბუნდრუკეს . დეივიდის ოთახს  რომ ჩავუარე  იქ შუქი აღარ ენთო , საწყალი საშას კარებს კი თეთრი მუყაოს ნაჭერი ჰქონდა  სახელურზე და ჟალუზები ჩამოშვებული იყო . ასე ცუდ ხასიათზე მომიწია დაძინება , მაგრამ სანამ დავიძინებდი  მოსვენებას არ მაძლევდა  ამ კუდიანზე ფიქრი , მინდოდა ყელში ვწვდომოდი და სანამ კისერში ხელი მექნებოდა წაჭერილი  , რაც იცოდა ის ეთქვა  , მერე კი  სიამოვნებით დამეხრჩო იგი.

იმ ღამეს დიდხანს არ დამეძინა , არ მაძინებდა ფიქრი, ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულიყავი თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს , თუმცა ბოლო ბოლო მოვახერხე დაძინება  და იმდენად ღრმად დავყვინთე, რომ დილის მორიგმა ხმაურმაც ვერ გამაღვიძა . თავისით გამეღვიძა, როცა მორიგი ამბავი უკვე მომხდარი იყო , გარეთ გამოვედი , შემაშინებელი სიმშვიდე იყო დერეფანში, ვისაც კი გაღვიძებოდა და თითქმის ყველას , ეტყობოდა , რომ ეზოში უკრეს თავი და  ვიღაცამ უკნიდან მხარზე რბილად დამკრა ხელი , მომახალა , რომ დერეფანი უნდა დამეტოვებინა .  გამომდინარე იქიდან , რომ ლანგორეთში მკვლელობა უკვე მომხდარიყო, მე პოლიციელი აქ არ გამკვირვებია , თუმცა მაინც ვკითხე  რამე ხომ არ მოხდა მეთქი. სამართალდამცავი დუმდა , მივხვდი მასთან ვერაფერს გავხდებოდი და ისევ ეზოში  დავიწყე ისეთის ძებნა ვინც გამარკვევდა თუ რა ხდებოდა , თან კუდიანსაც დავეძებდი ცალი თვალით და აი ბატონი ჯონიც შემომხვდა თვალში , რომელიც ჩვეული  უემოციო  გაკვირვებული სახით , თითქოს ჩემსავით ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა ,მაგრამ ჩემგან განსხვავებით მან იცოდა თუ რა მოხდა წუხელ ღამით .  მისალმება საჭიროდ აღარ ჩავთვალე და პირდაპირ კითხვით მივმართე : ,,თუ ღმერთი გწამთ ჯონ , მითხარით მოხდა კიდევ რამე ?  – ჯონიმ მისი გაკვირვებული სახე ზენიტში აიყვანა და ისე შემომხედა , რაღაც ჩაილუღლუღასავით და ისევ სადღაც გაიხედა . – ჯონ უსამართლობას გაფიცებთ მითხარით ,  რა ხდება ? კითხვის ფორმა შევცვალე და ისე შევეკითხე , რადგან ჯონს არც ღმერთის სწამდა და არც სამართლიანობის , რადგან თავად უსამართლობის მსხვერპლი იყო , როგორც ამბობდა .  – მკვლელმა თავი ჩამოიხრჩო – მიხვდა , რომ გამოიჭირეს  და  გაათავა ყველაფერი .  მკვახედ მომიგო ჯონიმ . მასთან ემოციების გამოხატვა და იმის გარჩევა  დეტალურად რა და რატომ შეიძლება მომხდარიყო ნამდვილად წარმოუდგენელი იყო და ამიტომ , იმწუთასვე გამოვეცალე და ჩემთვის განვმარტოვდი.  ცოტა არ იყოს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სერიოზულად ამეკვიატა აზრი , რომ ლანგორეთში მანიაკი გვყავდა . აბა რისთვის უნდა დამებრალებინა ეს მორიგი სისულელე? დიახ სისულელე  – როგორ შეიძლებოდა კაცს თავი ჩამოეხრჩო , რომელსაც იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრალდებას დაუმტკიცებდნენ , მხოლოდ ოფიციალურად დაუმოწმებდნენ , რომ აქ დარჩენა სიცოცხლის ბოლომდე მოუწევდა . ხოლო თუ ვერ დაუმტკიცებდნენ  არც იმ შემთხვევაში ჰქონდა ილუზია , რომ მალე დააღწევდა   თავს აქაურობას, რადგან აქ , უკლებლივ ყველა არის იმ დიაგნოზით, რომელიც არ იკურნება . ნერვული შეშლილობბის პიკი .  თუმცა კი ამ დროს ერთი მხრივ საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა, რადგან ვაზროვნებდი და თან აქ ვლპებოდი, ამდენ გარეკილში, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე , თავის დროზე თავი რომ არ მომეჩვენებინა , როგორც  შეშლილი , ციხეში მოვხვდებოდი და იქ კარგი მოქცევის გამო 15-20 წელიწადში  გარეთ ვიქნებოდი, თუმცა ეს ადგილი უფრო  მეტი თავისუფლებისთვის ავირჩიე , მაქ კიდეც , მაგრამ ღირს კი ასეთი თავისუფლება , ასეთ შეზღუდვამდე ?   ლამის  სახე ჩამომტიროდა  , როცა ამაზე ვფიქრობდი , თუმცა მალევე მიხვდი , რომ ახლა ამის დრო არ იყო და ჯობდა უშუალოდ მომხდარზე მეფიქრა.  რა თქმა უნდა ბრბოში ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო,  დეივიდმა მოკლა  კაცი , თუმცა ეს არაოსტატურად გააკეთა რაზეც არცთუ ისე ბევრი თუმცა  რამოდენიმე ფაქტი მეტყველებდა  ადგა და თავი მოიკლა .  განა მულტფილმია ასე მარტივად , რომ იყოს საქმე ? მაგრამ  სამართლის ძებნა ლანგორეთში იგივეა, რაც ვარსკვლავებს დაუწყო დათვლა , ამიტომ მეტი ინფორმაციის მისაღებად ,  ეზოდან შენობაში შესასვლელ კარებს მივვარდი და საჭირო ოთახში   წაყვანა მოვითხოვე . თუმცა უარი მივიღე და  ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი საუზმობას .  მანამ კი ჩოხოს ძებნაში დავიარე ეზო, თუმცა უშედეგოდ. კი შემაშინა მისმა არყოფნამ , მაგრამ კუდიანი ბევრს კარგი სახელით იცნობდა ლანგორეთში და ყველგან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, სამზარეულოში თეფშების მომწოდებლადაც კი,  ამიტომ იმედი დავიტოვე , რომ მას ბოლო-ბოლო ხელში ჩავიგდებდი და   ჯერ კარგად ვუთავაზებდი მერე კი დავაფქვევინებდი იმას , რაც იცოდა  და იმედი მქონდა , რომ ბევრიბსაინტერესო რამ იცოდა . ცოტა კი შეგვიანდა , მაგრამ სასაუზმოდ გვიხმეს როგორც იქნა და კარები გაგვიღეს , ცხვრებივით დავმწკრივდით, თუმცა  მე მეცხვარე ძაღლივით უკან გამოვყევი ბრბოს , რომლის ატანა არ მქონდა ,თუმცა ხანდახან ისეთი საყვარლები იყვნენ . მახსენდებოდა ჩემი მეზობელი რომელიც ყოველთვის ნერვებმოშლილი   იყო, თუნდაც ყველაფერი დაელეწა შენ ვერაფერს , არაფერს დაგიშავებდა.

შევედით სამზარეულო დარბაზში, ეს პროცესი რაღაცნაირად ქელეხის ან თუნდაც ლხინის სუფრას გავდა , რა თქმა უნდა განსხვავებული  მენიუთი . ჩემი ვარაუდი აქაც არ გამართლდა და ჩოხო აქ არ აღმოჩნდა.ნამდვილად საგონებელში ჩამაგდო იმან თუ სად შეიძლება ყოფილიყო  ეს კუდიანი , რომელსაც სერიოზულად არასოდეს ვუყურებდი ,ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი გახდა.   საჭმელი კისერში არ გადამდიოდა და წუნია ბავშვივით ჯამში რაღაცას დავეძებდი კოვზით , აქ სხვების საუბარს ნაკლებად ვუგდებდი ყურს, რადგან  რეფლექსი მქონდა უკვე გამომუშავებული , თუმცა გავიგონე თუ არა სახელი ჩოხო , მაშინვე ყურები დავცქვიტე ნადირივით  შედეგ  რაც მოვისმინე და მანამდე მოსმენილს მივუმატე ასეთი აზრი გამოვიტანე :  ,, ჩოხოს  ბატონი დიექტორის თვის  წერილობით თხოვნით მიუმართავს : გამომდინარე იქიდან, რომ , მისი გონებრვი შესაძლებლობები აღემატებოდა  ლანგორეთის მაცხოვრებლების  და რომ მან ერთგვარი რეაბილიტაციის დიდი კურსი გაიარა ამ კედლებში და ამას დამატებული ის ფაქტორი, რომ აქ მცხოვრებნი უკვე ცუდ გავლენას ახდენდნენ მის  გამოჯანმრთელებულ გონებაზე , მან მოითხოვა , რომ სხვა შედარებით  უკეთეს გარემოში გადაეყვანათ , სადაც სრულად შეძლებდა განკურნებას ‘’ . ზოგადად იმის დაჯერება უფრო ადვილია მთვრალი კაცისთვის , რომ არ არის მთვრალი ვიდრე ნებისმიერი ლანგორეთელისთვის, რომ აღარ არის შეშლილი .ამიტომა სეთი ქმედება , ერთგვარი უტოპია იყო და ეს მეტ-ნაკლებად ყველამ იცოდა აქ . მაგრამ ამ კუდიანს  და სწორედ ამიტომაც იყო კუდიანი, რომ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს.  ყველაფერი კი კარგა ხნის წინ დაწყებულა , ჯერ კიდევ მკვლელობამდე  დაუწერია ეს  განცხადება  ჩოხოს . ასევე მისი კარგი რეპუტაცია მთელს ლანგორეთში , მედპერსონალით დაწყებული ჩვენი უჟმური მცველებით დამთავრებული ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა , ასევე ადვოკატი გახლდათ და პირველმა მან მითხრა , რომ  ლანგორეთის წესდებაში წერია, რომ თუ მოხდა  და რაც იშვიათად ხდება მაგრამ მაინც , დაშვების საფუძველზე პაციენტი გონებრივად უკეთეს მდგომაროებაში შენიშნეს , ან თავად მოითხოვა ეს, მოხდება მისი ერთგვარი შემოწმება , შემდეგ დაკვირვება  და შედეგ გადაწყვეტილების მიღება .  ჰოდა ამ მკვლელობების  და იმ პერიოდში რაც მე ამ კუდიანს დავსდევდი , ხდებოდა სწორედ ეს დაკვირვების პროცესი, რომელიც წარმატებით მიდმინარებოდა . მე ამ კედლებიდან ნებისმიერი ჩვენკენ მობრუნებულის გასვლა გამიხარდებოდა , რა თქმა უნდა ,თუმცა  ჩოხოს წასვლა მისგან ინფორმაციის მიღების გარეშე , შემზარავად ჟღერდა.

საუზმე საუზმედ არ შემრგებია იმ დილას, სილაში მოთამაშე ბავშვივით რაღაცას დავეძებდი ჯამში და ფილმებში , რომ ხდება ზუსტად ისე  ვიღაცამ ჯერ სუპით სავსე ჯამი დადო ჩემს წინ და შემდეგ  დაჯდა კიდეც . დახრილი თავი ოდნავ ავწიე და ჩემს წინ ზემოთ ნახსენები და მას მერე მივიწყებული დოქტორი უცნაურობა შემომრჩა ხელთ . სოლომონი ოდნავ მომღიმარი თვალებით  და თითქოს შოკოლადი დაეგემოვნებინოს ორიოდე წამის წინ ისეთი ტუჩების ცმაცუნით მიყურებდა .   რა თქმა უნდა  ის ამ ხნის განმავლობაში მხვდებოდა , ვსაუბრობდით, თუმცა სიანტერესო არც არაფერი იყო , რომ მომეყოლა და მეც გარიყული მყავდა . ,,შერლოკი’’ , მხოლოდ შერლოკი თუ ამოხსნის იმ უცნაურობას რაც ჩვენთან ხდება , მომიგო სოლომონმა და სუპის ხვრეპას შეუდგა თან თვალებით მე მიყურებდა თითქოს  მახარბაბესო ისე მიირთმევდა , თუმცა მირთმევა კულტურული ფორმაა და სუპის ჭამის დროს ,,ხვრეპა ‘’ უფრო გამომხატველია .  – რა საჭიროა შერლოკი, დეივიდმა ბატონი მოკლა მერე კი თავი მოიკლა , საქმე იმდენად გამჭვირვალე და ნათელია , რომ   ყველაზე გამოშტერებული ლანგორეთელიც კი მიხვდება  ამას . მივუგე ისე რა’’ მისი რეაქცია მაინტერესებდა ამ ბანალურ  და გავრცელებულ ვერსიაზე .  სოლომონს ჩაეცინა ნავარაუდებისამებრ. – ორთავემ ვიცით, რომ  ეს ამბავი საზამთროს გავს , გარედან მწვანე,ა შიგნიდან კი სისხლისფერი ‘’  . არც ბატონი …… მოუკლავს დეივიდს და არც თავი  ჩამოუკიდია მერე  . აქ უფრო რთულადააა საქმე . თვალების იქით-აქეთ ცეცებით მითხრა და სუპის ,,ხვრეპას’’ თავ ანება  .  – შენ ჩემო სოლომონ გეტყობა , რომ იმაზე მეტი იცი ვიდრე მე ,ან თუნდაც სხვებმა  და თუ გინდა , რომ მეც ბრბოს ნაწილიდან გამოვიდე და ოდნავ განსახვავებულად  შევხედო ამ ამბავს, მითხარი ყველაფერი რაც იცი  . რა თქმა უნდა სოლომონზე მეტი მქონდა ამ ამბავზე ნაფიქრი და სხვადასხვა ვარაუდები ჰქონდა, მაგრამ ერთი მხრივ გამიხარდა , განსხვავებულად მოაზროვნე ლანგორელის აღმოჩენა და მეორე მხრივ ინტერესმა მაიძულა ჩავძიებოდი და  გამეგო თუ რა იცოდა ან რას ფიქრობდა .   სოლომონი , რაღაცით მგავდა ,  ძალზედ განათლებული და  თან ცოტა აფერისტიც იყო , ცოტა უცნაურიც, იმდენად უცნაური , რომ მისი აქ მოხვედრის მიზეზი არც არავინ არ იცოდა, ვერც ვერაფრით გავარკვიე მახსოვს, როცა ვცადე ერთხელ დიდი ამბით და  თავად რა თქმა უნდა ,, ყბადაღებულად იმას ამბდა , რომ აქ მისი ადგილი არ იყო და ყველაფერი დიდი გაუგებრობის ბრალი იყო ‘’ . – მოკლედ , შენც კარგად მოგეხსენება , რომ უსაქმურობისგან  დ ამ ამაზრზენი გარემოსაგან მიღებული აურის წყალბით მხოლოდ სიკვდილზე გეფიქრება მაგრამ ეგეც ძალიან რუტინული რამაა, სულ , რომ მაგაზე იფიქრო , ამიტომ ხანდახან ყურადღების გადატანაააც ვცდილობ , რომ განტვირთვა გავაკეთო . ბატონი ……. მკვლელობა კი  საუკეთესო საშუალება იყო ,მერე ამას მოყვა უიღბლო დეივიდის  ჩამოხრჩობა . უიღბლო დიახ , სრულიად უიღბლო ის ამ ამბავში  სავსებით სუფთაა თუმცა ისე ჩამოახრჩვეს , როგორც მეკობრეებს ახრჩობდნენ  ჩემი ბავშვობის დროინდელ ზღაპარში . დეივიდი რა თქმა უნდა შეშლილობის პიკზე არ იყო და არც ნორმალური ინდივიდის , შთაბეჭდილებას ტოვებდ ა, თუმცა სამზარეულოში უმნიშვნელო წაკინკლავების გამო  მოუსწრაფო ადამიანს სიცოცხლე , რომელსაც ისედაც დათვლილი აქ წუთები და თან ამ ყველაფრის შემდეგ რომ შეხედო მართლაც შენს გარდა სამართალდამცავებს ხეჩასაჭიდი დ ეჭვმიტანილი არავინ არ დაუტოვო სრული  უაზრობაა .  შენ კარგად იცი, რამდენი წამიკითხავს  და  არა მხოლოდ რომანები  და ამით არ ვტრაბახობ , უბრალოდ დეტექტივებსაც ვკითხულობდი და უამრავ სერიალებს თუ ფილმებს ვუყურებდი და შესაბამისად  მესმის, რომ აქ ბლეფია , ბლეფი იმ მხრივ, რომ ვიღაცამ  იმის გათვალისწინებით , რომ ჰქონდა მიზეზი ბატონის მოსაკლავად იხელთა დრო  დეივიდის და ბატონის კამათისა  და მისი ზრახვა აღსრულებაში მოიყვანა . შემდეგ რა ხდება  ?    გეგმის თანხმად , პოლიციას რა თქმა უნდა დეივიდზე გადააქვს ეჭვი ,    და მას გარდა სხვაზე ძნელად იფიქრებენ  და  მკვლელსაც მეტი რა უნდა  დაე დეივიდს დაბრალდეს  თუმცა  იმდენს კი ხვდება  ეგ ოხერი, რომ დეივიდს ამ ამბავს ვერასოდეს დაუმტკიცებენ , თუ რა თქმა უნდა საქმის გამოძიება არ დაეზარათ და რაღაც უაზრო ბრალდებით ან გამოგონილი სამხილით არ   დააბრალეს ასე მარტივად , რადგან მკვლელი თავადაა და არა დეივიდი, რომელსაც მკვლელობის დროს არხეინად ეძინა  და გამომდინარე იქიდან , რომ ეს ამბავი ამ კედლებს აუცილებლად გასცდება და გასცდა უკვე,  გამოძიება სავარაუდოდ მკაფიოდ გამოიძიებს ყველა დეტალს . მაშასადამე რისკის თავიდან ასაცილებლად მკვლელი კიდევ ერთ სვლას აკეთებს , და იგი კლავს დეივიდს , რომელიც უკვე კარგა გვარიანად ნანერვიულებია , რომელსაც მეთელი ლანგორეთი უკვე მკვლელად აღიქვამს და  ჩასჩიჩინებენ  ამას ყველა ნაბიჯზე, გამომძიებლები თავის მხრივ აღიარებას სთხოვენ  და საქმის აღარ გაჭინაურებას  და ეს გარემოება დეივიდს, ისედაც ფსიქიკურად ტრამვირებულ ადმაინს ყელში უყვანს ყოველივეს და იგი თავის ქმედებას  ანუ ვითომ მკვლელობას საკუთარი თვითმკვლელობით  ადასტურებს .  – ვუყურებდი სოლომონს და თან იმაზე ვფიქრობდი თუ რა განცდაა , როცა  მღვდელი უსმენს აღსარებას . უცებ იმ გრძნობამ შემიპყრო , რომ დიახ სოლომონი იყო მკვლელი , რადგან , რომ არა იგი მაშინ გამოდიოდა ის სხვა  ჩემზეც და სოლომონზე უფრო , დაწყობილი , გაწონასწორებული და დიდი მსახიობი უნდა ყოფილუიყო , მასეთი კი ლანგორეთში მერწმუნეთ არავინ მგეულებოდა , თუმცა ჩაკი კი გამახსენდა უცებ და ამან ცოტა გამინელა ეს აფექტური მდგომარეობა . – სოლომონ , მინდა გითხრა, რომ შენგან დიდი  დეტექტივი თუ არა  დეტექტივების კარგი მწერალი ნამდვილად დაგებოდა . ახლა კი იმას გეტყვი რაც შენი მოსმენის დროს გავიფიქრე , გავიფიქრე , რომ შენ ხარ სულაც ეგ ოხერი მანიაკი , რადგან თუ სხვა არის  მაშინ შენზე დიდ სტრატეგიად ჩემზე დიდი მასხარა უნდა იყოს რაც შენც კი იცი რა იშვიათობაა ჩვენი დროის ლანგორეთში , თუმცა შემდეგ გამახსენდა ერთი კუდიანი , ჩვენი კუდიანი  – ვინ ჩაკი?  – ჩაკი ჩაკი . იცი ახლა სად არის ?  – ეგ ჩემი შენთან მოსვლის ერთ-ერთი საკითხთაგანი იყო , მეც  მომაკლდა რაღაც თვალში , ამ ბოლო დროს . – მოგაკლდებოდა , იმიტომ , რომ მაგ კუდიანმა , რამდენიმე ხნის წინ , თხოვნის წერილი დაწერა დირექტორთან , გამომდინარე მისი გონებრივი  გამოჯანმრთელებისა , ცოტათი მიანც, მოითხოვდა, რომ სხვა ნაკლებად ძლიერ ფსიქიატრიულში გადაეყვანათ , რადგან აქაურობა  ცუდ გავლენას ახდენდა მასზე . -მერე  .?  დაუკმაოყფილეს თხოვნა ?  – მე როგორც ყური მოვკარი დაუკმაყოფილეს. – ეგ გაიძვერა . თავი მომაჭერი და მეცნიერებს გაგუზავნე ჩემი ტვინი ექსმპერიმენტებისთვის ,  თუ ეგ არ იყოს მკვლელი . თქვა და ლამის კოვზი შუაზე გადაღუნა სოლომონმა . – კარგი ვარაუდია , მივუგე მე , თუმცა  არის ერთი დეტალი , მან თხოვნის წერილი ბატონის მკვლელბამდე ორი კვირით ადრე დაწერა  და აი მეორე დეტალიც , ახლა მომაფიქრდა, რაც მთავარია , საერთოდ რაში სჭირდებოდა მას ეს  აურზაური ? – პირველი დეტალი არაფერს არ ცვლის , რა თქმა უნდა მანამდე უნდა დაეწერა , აბა მას მერე რომ დაეწერა , პირდაპირ ეჭვმიტანილთა სიის სათავეში ეგებ დეივიდის ადგილიც კი დაეკავებინა ,  წინასწარ დაგეგმა და  შეატყო  რა საქმე კარგად მიდიოდა  , მზაკვრული გეგემაც ანახორციელა .   თუმცა  აი , რატომ დასჭირდა ეს , ცოტა გაუგებარია .

ამ დროს , ნელ-ნელა საუზმობაც დამთავრდა , ნახევრად დაცლილი დარბაზში პაემანზე მყოფი წყვილივით თვალსაჩინო ადგილას ვისხედით .  ამიტომ შევთავაზე სოლომონს გარეთ გაგვეგრძელებიან ჩვენი საუბარი .  უხმოდ ადგა და  კარებისკენ გავეშურეთ .

სოლომონ , იცი რა  ? ყოელთვის ვიცოდი, რომ აქ შენი ადგილი არ იყო , თუმცა ახლა დავრწმუნდი ამაში . არ გინდა რომ აქაურობა დატოვო   – მერედა სად წავიდე  ?  ან გამიშვებენ კი ? ყველას კუდიანივით როდი უმართლებს, თან თუ კუდიანი უკვე გაუშვეს , ერთმანეთის მიყოლებით , რომც დავარწმუნო დირექტორი მაინც  არ გამიშვებენ . – უკეთესი ადგილია მერწმუნე , შედარებით ნაკლები გადარეული და იმედია თვალებდაყვლეფილი ფერადკანიანი დამცველი აღარ  ეყოლებათ იქ . რაც შეეხება გაგიშვებენ თუ არა, თუკი დაარწმუნებ , რომ შენი მდგომარეობა დადებითია ,უფლება არც ექნებათ აქ დაგაკავონ, თან მათგან რა მიდის,ხომ არ გათავისუფლებენ  ? უბრალოდ  სხვაგან გადაჰყავხართ. – ვიფიქრებ მაგაზე , მითხრა სოლომონმა ,თუმცა ჯერ ამ ბნელით მოცულ თუმცა თითქმის განათებულ რამეს მინდა ჩავუღრმავდე  , თქვა და წასვლა დაპირა , უცებ შევაქერე და ვკითხე –  ხო მართლა , რატომ ჩამთვალე ღირსად გეთქვა ეს ყველაფერი ასე გულახდილად  ან საერთოდ ეჭვი ჩემზე რატომ არ მიიტანე ? –  ჩვეულად ჩაეღიმა და მომიგო : სიმართლე გითხრა ეჭვი პირველად შენზე მქონდა ,  მქონდა იმიტომ , რომ სხვა ასეთი რამის დამგეგმავი  არავინ მეგულებოდა , თუმცა გამახსენდა რა რა ურთიერთობაც გქონდა ჯერ ბატონთან შემდეგ ის, რომ დეივიდს მეც ვიცნობდი კარგად თუმცა შენ უფრო კარგად  იცნობდი , უბრალოდ  არ გამოდიოდა შენზე მეფიქრა, თან არანაირი სამხილი . აი ჩაკი კი ნამდვილად კარგი ვარიანტი იყო მთელი პასუხისმგებლობა მასზე ამეკიდა. მერე თვალი ჩამიკრა მართლაც დოქტორმა უცნაურობამ და წავიდა .

მე  კი გახარებულმა და ჩაფიქრებულმა უაზროდ დავიწყე ეზოში სეირნობა , ერთი მხრივ მიხაროდა , რომ ვიღაცას მართლაც ჩემზე მეტი ჰქონდა ნაფიქი ,მეორე მხრივ კი ცოტა ისევ კუდიანზე და ამ ამბავზეფიქრი არ მანებებდა თავს . ამ დროს კი ჩვენი გვარდიის კიდევ ერთ წარმოადგენელს , ვალიკოს, ვალეს მოვკარი თვალი . მივუახოვდი ჩვეულებისამებრ მივესალმე , ისიც ჩვეულებისამებრ მომესალმა და ტუჩებში ძლიერ მაკოცა, ლამის ჩემი პირველი მსგავსი სცენა გამახსენდა  ყმაწვილობისას .  ვალიკო კაი გვარიანად იყო ჭკუიდან შეშლილი ,   რა დასამალი იყო , რომ გეი იყო , თუმცა  , ყოფილი გეი , რადგან რაც ლანგორეთში მოხვდა მიხვდა , რომ ეს დიდი შეცდომა იყო და მხოლოდ ტუჩებში კოცნა ჰქონდა ჩარჩენილი ,ის  მავნე ჩვევათაგანი რაც ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან .  ამ ეშმაკისგან დაწყევლილ ადგილას   კი  იმიტომ მოხვდა , რომ , როცა მისმა მეუღლემ მისი  ავჩვევების შესახებ შეიტყო და ეს მეტად ჩემს ამბავს გავს , როცა ქმარი ვიღაც კაცთან ერთად ნახა საწოლში  ბალიშის ვერ გაყოფის დროს . მეტად ცხარედ ატირდა , იმდენა დცხარედ , რომ  გულს ავნო , გაბოროტოდა და  დიდძალი ფულის სანაცვლოდ მისი ქმარი  ვიღაც ჯიბგირებს დაასაჭურისებინა .  მე გული გამისკდებოდა  ვალეს ადგილას, თუმცა ვალეს გულმა გაუძლო ამ შეტევას და ტვინისკენ გადაგზავნა მთელი ძალით , აი ტვინმა კი ვერ გაუძლო და  ვალე ლანგორეთში  მოხვდა ,თუმცა მანამდე მისი ცოლი ისე ცემა , და  ეს ვალეს 6 თვიანი რეაბილიტაციის კურსის შედეგ მოხდა , რომ ქალი ფატობრივად ინვალიდი გახდა .  ეს მოკლე ისტორიაა ვალიკოს დიდი ამბისა , რომელიც დეტალურად უფორ სიანტერესოა თუმცა ახლა ბატონი    და დეივიდის მკვლელობის ამბის დეტალიზება უფრო მნიშვნელოვანია ალბათ და მხურვალე კოცნის შემდეგ , რომელიც ჩემივე ნებით მალე დასრულდა, თორემ კაცმა არ იცის სადამდე გასტანდა , დამიანტერესა თუ რა იცოდა ვალიკომ  ამ ამბის შესახებ . ვალიკო მეტად გულუბრყვილა აღმოჩნდა და იმ ბრბოს  და იმ აზრის ერთგული დარჩა , რომელიც ჭირი იქა ლხინი აქას პრინციპით თავს იმშივიდებდნენ , რომ სამართალმა პური ჭამა და კაცის  მკვლელობა თან ისეთის როგორიც ბატონი მმმმმმმმ იყო  არავის არ შერჩებოდა  და რომ მკვლელმა ვერ გაუძლო ზეწოლას თუ მსგავს რაღაცას  და თავი მოიკლა . ხოლო ამას ვალე ისე დამაჯერებლად ყვებოდა, რომ საარჩევნო გეგმა რომ წაეკითხა მის  მაგიერ აუცილებლად დავუჭერდი მის კანდიდატურას მხარს . თუმცა  მას ჰქონდა ერთი პლიუსი და რაღაც მხრივ ამ საქმის შესახებ უფრო  მეტიც იცოდა ვიდრე მე და სოლომონს ერთად აღებული . დეტალურად იცოდა , თუ რა და როგორ მოხდა მკვლელობის ადგილზე . ბატონი მმმმ  ვიცოდი ამიტომ პირდაპირ  დევიდზე ვკითხე  და მან დაიწყო – ნუუუ, დეივიდი , იცი რა ?  არ ვიცოდი  თუ ელკექტრო გაყვანილობა ასეთი ძლიერი სადენებით იყო ლანგორეთში , წარმოგიდგენია  ?  თოკი ჰქონდა მობმული სადენზე , რომელზეც ნათურა იყო ჩამოკიდებული , თუმცა კი ბევრი უწვალია , ზომა ვერ განუსაზღვრავს და  იატაკიდან სულ რაღაც 5 სანტიმეტრი იყო ჩამოკიდებული , ალბათ ფეხითაც წვდებოდა იატაკს როცა იგუდებოდა . თოკი სად იშოვა კია საინტერესო  , თუმცა ალბათ  სადმე შავი გზებით მოახერხა პოვნა .  დაამთავრა ვალემ და კისკისი ატეხა , უცებ მოტრიალდა უი ესა და ეს მყავს სანახავიო თქვა და გავარდა  სადღაც .

მე კი ის მაკვირვებდა ,  თუ რატომ ვერ ხვდებოდა იმას  გამოიძიება თუკი ასეთი რაიმე არსებობდა ან მიმდინარებოდა, რომ  სკამის წაქცევის შემდეგ ამოდენა კაცი 110 კილოგრამი მაინც იქნებოდა ,  თუ როგორ არ მოსწყვიტა დენის სადენი , რადგან ეს სადენი ნათურის სიმძიმისთვის იყო გათვლილი და არა  ამოდენა კაცის მასისთვის , მაგას გარდა ნათელი იყო , რომ მკვლელმა დეივიდის  მაღლა აწევა ვერ მოახერხა და რაც შეძლო მაქსიმუმი ის 10 სანტიმეტრი იყო ,  თუმცა  საგონებელში მაგდებდა იმაზე ფიქრი,,  თუ როგორ მოახერხა ასე ტანმორჩილმა  ჩაკიმ , როელიც 70 კილოგრამიც არ იქნებოდა და ფიზიკურადაც ძალღონის პატრონი ვერ გახლდათ ამოდენა კაცის ამ სიამღლეზე მაინც აწევა . აქ კი ის ვარუდი უდნა ყოფილიყო , რომ მას ვიღაც ეხმარებოდა. ამაზე ფიქრი კი მზარავდა რადგან ეს უკვე ძალიან დიდ მორევში მაგდებდა .

თავი მეორე .

ერთ ადგილზე გადის დროს ყველაზე ბელა თუ გადის , აბა ჩვეულებრივ ისე სწრაფია შეიება სიანთლის სხვივს შევადარო . ჰოდა ეს ბოლო ორი თვე, ანუ კვლელბის ამბებიდან დღემდე ისე ნელა გაილია, თუმცა ბევრი საინტერესო არც არაფერია რ მოხდარა რამოდენიმე რამის გარდა . პირველი გასაკვირი და სიანტერსო ის იყო , რომ სოლომონი ვარაუდი გამართლდა და გამოძიებამ , რმელც რელუჯრად არც ჩატაერებულა , სამქე ძლაი მარტივად დახურა , მკვლელმა თავი მოიკლა .  ეს  ცივი ზღაპრების მოყვარული ბავშვების გასართობს უფრო გავს , ვიდრე რეალურ მოვლენას . საქმე დაუხრეს  ყველოაფეირ დეივიდს დაბრალდა  და არც არავის არ გმაოუძიებია , სხვა მოტივები , სხვა ეჭვიტანიც არ ჰყოლიათ.  სრული უინტერესობა სამისადმი და ცოტათი  შემაშინებლიც .  მაგას გარდა მოხდა ისიც, რომ სოლომონმა ამ სამქეე ფიქრს თავია ანება და განცხადება აწერა ჩაკის მსგავსად, თუმცა მას რა უნდა გავმუტყუნო , როცა მე თვითონ  დავანებ თავი მაგ ამბავზე ფიქრს , რა თქმ უნდა ვიცოიდ , რომ მკლვლეი არსებობდა, და ისიც ვიცოდი ორმ ეს 90% პროცენტი ჩაკი იყო , თუმცა ამს ვერც ხმმაღლა ვიტყოდი, რადგან ლანგორელისგან მსგავსი რაიმეს გაგოენბა  ალბათ ავტომატურად ნიშნავდა ამ პაციენტის მდგოამრეობსი გაუმჯობებესებას , რაც  ამ ეტაპზე ნაკლებად მინოდა , რადგან , ჩაკის და სოლომონი შედეგ  მე მინოდა ამ წყეული ადგილისათივ თავის დაღწევა ,  და მეც ვემზადებოდი , დირექტორისათივს წერილი დასაწერად . რაც შეეხება სოლომონს , იგი აგერ უკვე რთი თვე იყო რა,ც ლანგორეთის კედებიდან სხვა კედლებში გადაიყვანეს, როგორც გავიგე ,  ის ფსიქიაუტრიული სხვა ქალქში იყო , თუმცა დეტალები ჩმეთვის მიუწვდომელი იყო . ჩაკი კი  უგზო უკვლოდ დაიკარგა, რა თქმა უნდა მასზე არავინა რაფერია რ იცოდა , თუმცა სადღაც ამაზე უკეთეს გარემოში , რომ იყო ცხადზე ცხადი იყო .  ასე რო სრულიად ლეგიტიმური იყო ჩემი ფიქრი იმის თაობაზე , რომ მეც უნდა დამეღწია თავი ამ ჩემთვის მართლაც შეუფერებეულ გარემოსთვის, მაგრამ . მე უფრო მზაკვრული გეგმა მქონდა  განსხვავებით იმ  უწყინარი გემებისაგან , რომელიც ჯერ ჩაკის და მეერე სოლომსნ  ჰქონდათ, იმათ უბრალდო  ბნაგი გამოიცვალეს  დანაკლები ნაგვით სავსე ოთხკედლებში გადაინაცვლეს, მე კიდე მინოდა  ამ ჭუჭყისთვისგან სრულაიდ  განვთავისუფლებულიყავი და თუნდა ც მთელი ცხოვრება ნადირივით სირბილშ გამტერებინა .  ვაპირებდი იმას , რაც  სულ თავში მიტრიალებდა  და რასაც კარგი და ოპერატული დაგეგმვა სჭირდებოდა და  ამიტოამც არ ვჩქარობდი განცხადების დაწერას. ფილმებში, განსაკუთრებით კი ზე ფანტაასტიკური ჟანრის ვესტერნებში , საბყრობილიდან  ან თუნდაც ნებისმიერი სიტუაციიდან რაიმესგან თავის დაღწევა იმდენად მიმიზდველადაა არჭერილი, რომ აუცილებალდ იფიქრებ  მის განხორციელებაზე  თუმცა საკამრისია მოსინჯო მაინ მიხვდები, თუ რა დიდი ფანტაზიაა და რამდენად არარეალურია ის  . ჩემი გეგმა კი იმაშ მდგომარეობდა, რომ მე პაციენტებისათვია განკუთვნილი  გადამყვანი მაქნაიდან უნდა გავქცეულიყავი . და თითქმის ყველაფეირ უკვე  დეტალურად მქოდნა განჯდარი გონებაშ თუ რა რის შედგ უნდა მექნა , საშუალო ზომის ლურსმნანი სად და პატარა  საქსოვი ჩხირი სად უნდა მქონოდა , რათა  სწრაფად მერეაგირია მათი საშუელბით.  ჩემი დიდხნიან  დაკვირვებით მანქანას მაქსიმუმ 3 გამცილებელი ყავდა, თუ კი პაციენტების რადოებნობა ორს არ აღემატებოდა . ერთი შეიარეღებული გამცილებელი  პაციენეტებთან ერთად  ვაგონში  იყო  ერთიც საჭესთან და ერთიც მის გვერდით . ჩვენ რა თქმა უნდა საშიშ თუმცა შეშლი დამანშავეებაად მივიჩნედით, რომელსაც რაღაცის კოფიქრება წესით არ უნდა შეძლებოდა, მაგრამ პაციენტი, რომელსაც უკმაყოფიელბდენ იმ განცხადებას , რომლის მთავარი შიანაარსი გუსიმხობს მის მფიქოლოგიუირ გაუმჯობებსებას, ამ შემთხევაში, ისინი  ბორკილებს არამარტო ხელებზე არმაედ ფეზებზე ც იყენებდნენ .  ჩემი გემგის თანახმად , როც ამოვახერხებდი გამცილებელების განიტრელაბას შედეგ მანქანოთ უნდა მევლო კარგა ხანს  ბოლოს კიმაქნა უნდა დამტოევებინა და  აწ უკვე ფორმაში  გამოწყობილს გამეგრძებინა გზა სამალავისენ.  თუ რა და როგორ დავგეგმე დეტალურად ამის მოყოლა გზა და გზა სჯობს ალბათ  და პირდაპირ გადავალ იმ ეტაპზე ლ, როც ამე განცხხადება დავწერე, ბოლო პაცოენტი ვინც ეს გააკეთა ა დაუკმაყოფიელს , სწორედ სოლმომნი იყო  და ეს ყველაფეირ კი დაახლოებით ერთი თვის წინ იყო მომხდარი ,ა სე , რომ არაფერი არ  უშლიდა ხელს იმას, რომ ჩემი განცხადებაც დაეკმაყოფილებნათ.  თუმცა კი ცოტა შიში მქონდა , არც კი მაცალე სნერვიულობა, და მერე დღესვე ჩემი ექთანი თავის თვალებდაქაჩულ მცვლეთან ერთად მოვიდა ჩემთან და მახაარა დირეტორს შენთან გსაუბრება უნდაო. ჩვეულების შემთხვევაში , დირექტორთან იმ  დროს მიდიდოი, როცა გადაწყვეტიელბას იღებდნენ, ამნადმე კი რიგირ პოროცედურები უდნა გაგაველო , რაც სხვადასხვა სახის  თეთრხალათიანთან გასაუბრება თუ სხვდასვა ტესტების ჩატარაება იყო . ამიტომ უცნაურად  კი ემჩენა მაგრამ  სხვა არც არაფრია რ დარჩენოდა და ბატონ ,,,, თან მიმგვარეს . ბატონი,,,,,,,,  რაღაც ჯერ არ ნახულ კაოტფილი სახით მიყურებდ აროც აშვდი ის კაბინეტში.  თითქოს  მისი შვილი ვყოფილიყავი, რომელმაც  მსოფლიო დონის უნივერსიტეტში ფირადზე ჩაბარება და მის წარმატებით დამთავრება კი არ იკმარა , არმაედ სოწრედ ისეთი სარძლო მოიყვანა  ცოლად  , რონელიც ბატონი მმმმმმ- ს გემოვნებასი სურლად ჯდებოდა და თან ამ მეუღლისგან ტყუპ ბიჭებს ელოდებოდა . ცოტ აუხერხულად ვიგრენი თავი და ჯერ რომ არ მქოდნა გადანაყლაპ იმხელა ნერწყვი გადავყლაპე. ბ.  ნნნნ-მ დარაჯს სთხოვა მარტონი დაგვტოვეთო და წინასარ მომზადებულოი სიტყვა  წარმოთქვა, მანამდე კი  დანანებით მითხრა. მიდიხარ ხომ ?  – მოხლოდ სურვილ ამქვს ბატონო , თავაზიანად მივმართე.  – ის კიდე სავარძლეიში მოკალთდა და მთხრა . ჩემო  ასე და ასე , შენ  აქ დიიდ ხანი ხარ და კარაგად იცი რა სიტუაციაა, ისიც კარგად იცი ინა რიან აქ და შენ ვინ ხარ , სიამრთლე გითხრა , დიდი სხვაობა არაა, იმ ,,,,,,,,,, და ამ ,,,,,,,,,,,,,,,-ს შორის რადგან  შენ თავიდანვე გეტყობოდა, რომ აქ სრუალდ გაუგებრაედ მოხვდი , მაგრამ როგორც ექთნამა მითხრა, ძვეებურად კბენით აღარ იკბინბი , სწორედ ამიტოაც დავითოხვე დარაჯი  , მთლეი ამხმჯს განამვლობაში არ გქონია არცე ერთი კონფლიქტი და რაც ნიშნანდობლივია , პირველდღესავე კი არ მონდომე აქედან გამგზავებზზე პრეტენზიებით სავე განცხადებების დაწერა , არმაედ მაშინ, როცა  მართლას შეგცვალა შენ აქაურმა დაგეთანხები აუტანემა გარემომ , და უკვე მხოლოდ ცუდად თ იმოქმედებს შენზე აქ გატარებული ყოვენ წუთი, ამიტომ ყოველგვარი იიბ მოიბვის გარეშე , არ გვიდა ფორმალობებეი , მე ამ წუთასვე მოვაწერ ხლეს შენი აქედან სხვა შედარებით რბვილ ფსიქიატრიულშ გადაყვანის ბრძანებას . თუ რა თქმ აუნდა შენ წინააღდეგი არ იქნები  ? – შემეკითა  სხვათაშორისამებრ.  მე დავიბენი და  მოულოდნებისაგან სუფთა წყილის ლანგორელის დიქციით ვუპასუხე , მადლობთ მადლბოთ რა თქმა უნდა  არ ვარ წინააღმდეგი .

ბატონმა ….. ხელიც კი ჩამომართვა  და მისი მომღიმარი სახე მკაფიოდ ჩამებეჭდა გონებაში, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ,როდის მომივიდოდა შეტყობინება , რომ ლანორეთი უნდა დამეტოვებინა , თუმცა  მე უკვე მზად ვიიყავი და არ მინოდა, რომ დიდ ხანს გაწეილილიყო , რადგან შეიძლებოდა ნევრებს ავყოლოდი და  , როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა გეგმისამებრ ვერ შემესრულებინა . თუმცა საბედნიეროდ ლოდნინი დიიდ ხნით არ მომიწია და მეროე საღამოს ჩემმა ექთანმა , ერთის მხრივ სამწუხარო და მეროეს მხრივ ჩემთვის სასხიარულო მაბავი მაცნობა, რომ ხვალ დილით  დილის შვიდი საათისთვის მე მზად უნდა ვყოფილიყავი . ლანგორეთის კედლები უნდა დამეტოევებინა .  რა თქმა უდნა ზომაზე მეტად გავიხარე დ არ მარტო ექთან არამედ  მის გრიზლს გამცილებელსაც ყალბად გდავეხვიე . ჩემი სიხარულის სჯეროდათ და თვითონაც გახარებულები საჩანდათ , ერთის მხრივ , რომ შესქრედონენ ადაამიანის წინ გადაგმულ ნაბჯს და მეროეს მხრივ , გულიც წყდებოდათ, ყველა ჩემმნაიორი როდია აქ ლანგორეთში  . ის ღამე ფაქტობრივად არ მიძინია  დ არც ემგიბე  ვინმე , ვოისაც შეეეძლო დაძნება ამ დროს , მერე დილას ჩემი შესაძლო თავისუფლოების ან სამუდამო ტანჯვის ბედი წყდებოდა .

ზამთრის უხეში დილა თენდებოდა , წვიმა , ქარი ან რაიმე მსგავსი არა, უბრალოდ სიცივე ყველაფერს მოსდებოდა, ოთახის კედელს, რომელიც მთლიანად გაცივებულიყო ეტყობოდა, თუ რამდენად ციოდა გარეთ, ჯალათებს ბევრი არ დაჰქგვიანებიათ , რვის ათი წუთი იქნებოდა , როცა ჩემი საყვარელი მედდა ორ გამციელბელთან ერთად მოვიდა, მედდამ ჩემი აქ მოსვლის დროინდელი ტანსაცმელი მომიტანა , რომელიც მოდიდან კარგა ხნის გადასული იყო ,  სხვა დამატებეით ნივთბია არც მქონია , ამიტომ მალევე გამოვეწყვე , ჯალათებმა ბორკილები ჯერ მხოლდო ხელებზე დამადეს ნელი ნაბიებით დერეფანში გამომიყვანეს, უკან მედდა მოგვყვებოდა , რამდენიმე  სართულისა და  სიგნალიზებული კარების გავლის შემდეგ ეზოში აღმოვშდი , მედდაც გამომყვა, იქ კი მანქანა უკვე გაეხურებინათ და მელოდებდონენ, ბატონი ,,ჩანჩურა’’ არ ჩანდა . არ დავმალავ უფრო საპატიო გაციელბის მოლოდინში ვიყავი , თუმცა ამაზე მეტად ის მანერვიულებდა , თუ რამდენი გამცილებელი მეხლებოდა თან ,  სიცივე ნავარაუდებზე უფრო ძლიერი იყო და ფარუალდ მაკანკალებდა ლკიდეც , თუმცა  არც ამისთვის  მეცალა , გონება კიდევ უფრო გაყინუი მქონდა და წარბები შეკუმული , სადღაციდან ყვავის დამცინავი ჩხავილი ისმოდა . ისე წავედი მანქანისკნე , რომ მედდა სულ დამავიწყდა, რომელიც არანაირად არ იყო ვალდებული გმაოვეცილებნე, მან დამიძახა და შემრცხვა,  ამ დროს ისევ თავი მოვიკატუნე , მოტრილადი და ჩვეული ღიმილით  მოვუბოდიშე , ვუთხარი, რომ ისე ციოდა  მხოლოდ თბილი მანქნაისკენ მიმიწევდა  გული , მას თავლებზე ცრემლი შევატყვე, თუმცა მისი დამშვიდების და თბლილი სიტყვების თავი არ მქოდნა , არ შევიმჩნიე და  ოდნავ ხამამღლა ვუთხარი . მშვიუდობით. მერე შემოვტრიალდი და გადამზიდის უკანა კარებით გალიაში ამომაყოფიენს თავი , იქვე სკამზე დავჯექი , მანამდე კი დავიანხე , რომ საჭესთან იჯდა უკვე ერთი, ამასობაში მეორე კარაგად შეიარაღებული  გამცილებელი ამოხტა  ჩემს წინ და თან ხელში ფეხზე მოსაბმელი ბორკილები აათამააშა, რომელიც მალევე ფეხებზე დამაბნია , შემდეგ პატარა ჯაჭვიც ამოიღო და ხელის და ფეხის ბორკილები ერთმენთს დააკავშირა . თუმცა ეს არ კმაროდა და ფაქტობრივად შემდეგ ის გააკეთა რითაც ჩემს გეგმა ს, რომელზე ახლავე მოგახსენებთ ხაი გადაუსვა . რამოდენიმე უფრო მსხვილი ჯაჭვით სპეციალური გისოსებზე მიმაბა , აღარ ვამბოიბ იმაზე , რომ ჩემს გვერდით ერთი გამცილებელი დაჯდა , მერე კიდ ჩემს პირდაპირ მოკალათდა , ასევე კიდევ ორი გამცილებელი იყო მანქანის კაბინაში . თითქოსდა იცოდნენ, რომ რაღაცას ვაპირებდი, იცოდნენ , რომ გაქცევას ვაპირბდი , ხოლო აწ უკვე გარდაცლილი ჩემი გეგმა ასე  გამოიყურებოდა : ჩემთან ერთად მაქსიმუმ ერთი გამცილებელი უნდა ყოფილიყო ,    მძღოლის კაბინაში კი ორი , დაახლოებით ნახევარ საათსი ლანგორეთის დატოვებიდან მე უნდა შევდგომოდი ჩემი გეგმის განხორციელებას. მეტალსი თმისამაგრით უდან გამეხსნა ხელები, შედეგ თავი მომეკატუენბინა თითქოსდა ხველებით ძირში დავეცი და შესაძლებლობისამებრ  საქსოვი ჩხირი გამცილებლისთვის კისერში ტვინის მიმართულებით უნდა გამერჭო , კაბინასა  და უკანა მხარეს შორის ბრონირებული ფანჯარ აკი იყო , თუმცა წინ მჯდომები იშვაითად თუ გამოიხედებდონენ, ალბათ , ას ემეგონა . შედეგ უნდა გამეხადა  გამცილებლისთვის ტანსაცმელი და მისთვის ჩემი უნდა ჩამეცვა , ამის შედეგ მე გმაცილებლის ფორმაშ ვიქნებოდი  თავზე ნირბით, , ნიღაბი , რომა რა არც არაფერი არ გამოვიდაოდა იდეაში და წინ მჯოდმებს მივანიშნებდი, რომ  ძირში დავარდნილი პატიამრი ცუდადა, ხოლო ამის შედეგ იარაღით, ორივეს მოვკლავდი, იქვე სამივე გვამს არხში გადავაგდებდი , და მაქნანოით ქალქამდე ვივლიდი , ხოლო ამსი შემდეგ კი ყველასთვის მიწა ჩამყლაპავდა. ასეთი იყო ჩემი გეგმა, რომელიც არცერთ ფანტასტიკურ ფილმში მე  არ მენახა , მცდელობაც არ მქონდა ნანახი , ლაბათ იმდენად არარელური იყო , თუმცა ძემოთაც ავღნიშნე , რომკიუტი მეოცნებე ვიყავი და , მიზნისკენ სწრაფისას ყველფერს, რეალოურს თუა რარელურს , ოპტიმისტურად ვუყურებდი. თუმცა .. ოცნება თბილია, რეალობა კი უფრო მეტად ცივი ‘’   გადამზიდში ისეთი სიტაცია შეიქმნა , როა ქ პრაქტიკუალდ ვერაფერს ვიზამდი. მათ სახეზ ეტყობოდათ, რომ იცოდნენ ჩემი მზაკვრული გემგის შესახებ , იარაღი ლამსი მომზადებული ჰქობნდათ, რომ ერთი უხერხული მოძრაობა და  იქვე ტყვიების წვიმა დამეხმებოდა თავს. საოცრად ჩაბოღმილი სახით დავემორჩილე  გარემოებას .   არ ვიცი რამდენი ხანი ვიმგზავრეთ , არც ის ამხსოვს რაზე ვფიქრობდი ამშინ, თუმცა აზროვნება მაშინ დავიწყე , როცა მაქნან გაჩერდა , ორივე გამციელბელა ხელი დამავლო და ძირს ჩამიყვანა. უზარმაზარი შენობის წინ აღმოვჩნდით სადაც პოლიცილები საკმაოდ იყვნენ , ასევე შარვალ კოსტუმზე ზედ პალტო მოცმული  ბატონები , რომელთაგან ერთი გამოემართა ჩემსკენ , ახლოს მოვიდა და ხმამაღლა წარმოთვა . სიტყვები : ბატონო ბოტანიკ , თქვენ  ბრალი გედებათ ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში  ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, და შემდეგ ჩამესმა ის ხმა , რომელიც სავადმყოფოში , აპარატზე შეერთებული მოკვადვის გარდაცვალების შედეგ ისმის .  სავარაუდოდ გამომძიებლის’’ საუბარი არ მესმონდა უკვე, მხოლოდ ტუჩების მოძრაობას ვხედავდი .  ეს იყო უკვე ზედმეტად მძიმე მეორე შოკი , თმცა პიორველი შოკი ამსთან შედარებით არაფერი არ იყო . მერე მახოვს საკანში ამიყვანეს , რამდენიმე ხნის შედეგ კი  ბრალმდებელ პროკურორთან შმეიყვანეს . სრულად მახსოვს რა მომიყვა მან.

როცა , ამ ისტორის წერა დავიწყე, მაშინ ვწერდი  ისე და საქმეც მიმყავდა იმგვარად, როგორადაც მინდოდოა , რომ ყოფილიყო, როგორადაც წამრომოედგინა და რაზეც დროის მეტ ნაწილს ვოცნებობდი  . დიახ ბატონებო , მე  ბოტანიკ ურჯულომ  , ცელოფნით გავგუდე ჯერ ბატონი საშა შედეგ კი , ჩამოვახრჩვე დეივიდი , თუმცა ჯერ ისიც გავგუდე .  არ ვიც რამ დამაბრმავა ასე, ალბათ თავისუფლებისკენ ლტოლვამ , თავისუფლებისკენ , რომელიც ისდეაშ გულისმობდა მხეცის როლში ყოფნას , როპმელსა მდევრები კბალზე ადგანან . თავიდუფლეაბს , რომელცი ახალი ცხოვრებსი დაწყებას გულისმხმობდა .  სახელ, გვარ სახცოვრებელ ადგილ  საერთოდ ყველფრის შეცვლილ თავისუფლებას , რომლის გულისთვის მე  ცივსისხლიან მკვლელად ვიქეცი .  თუმცა კი არავის მოკლვლას არ ვაპირებდი, მაქინც მოხდა ისე, რომ ამის გაკეთებსი აუცილებლობა  გარდაუვალი იყო . საშას ვემეგობრებოდი და ყველაფერს ვეუბნებოდი, ნახევარს ამინც , რააც ვფიქრობდი და თუნდაც ვოცნებობდი, მას გავუმხილე ის, რომ  ლანგორეთიდან წასვლას ვაპირებდი , ამაზე ეაქცია არჰქონია, მოეწონა კიდეც ჩემი იდეა, თუმცა , როცა გავუმხილე ის თუ როგორ ვაპირებდი , ამ ჯოჯოხეთიდან თავს დაღწევას და რომ ამისთვის შეიძლებოდა რამდენიმე კაცი მომეკლა , ამან იგი აღაშფოთა. იმდენად აღაშფოთა, რომ მივხვდიეს მისთვის არ უდნა მეთვა . მიუხედავად მეგობრული ურთიერთობისა, იმდენად ,გულუბრყვილო კაიც აღმოჩნდა, რომ გმაფრთხილა , თუ ამ მზაკვრულ გეგმა თავიდანა რ ამოვიგდებდი, ის  უხეშად, რომ ვთქვათ ალაპარაკდებნოდა და იმდენა დ გულუბრყვილო იყო, რომ ის ვერ წარმოიდგინა, რომ თუ მე შემძლო ჩემი მიძნის გმაო კაცის მოკლვა, რატომაც არ მოვკლავდი მას , მითუმეტეს , რომ ჩვენს შორის უკვე მეგობრობა წარმოუდგენელი იყო . ეს ბოლო საუბარი იყო ჩვენს შორის, რამაც მე გადაწყვეტილება მიამღებინა, ამნადმე კი ალტერნატივის წინაშე დამაყენა , ან საბოლოოდ დარჩენა ამ ჯოჯოხეთში, ან მისი რაც შეიძლება მალე  მოშორება ამა წუთისოფლიდან, რამეთუ რაც ნაკლები დრო იქენბოდა გასული დეივიდთან კამათის შედეგ, მით მეტი შანსი იყო , რომ დეივიდს დაბრალებოდა მისი მკვლელობა ,  და კდიევ ერთი, საფრთხ ეიყო იმის, რომ ამს შეიძება ეთვა ეს ვინემსთვის . ამიტომ მოვემზად ეკარგად . მერე დღეს ,მას გულთბიალდ ვესაუბრე და ძილის დროსაც კარგად დავშორდით ერთმანეთს, თუმცა შუაღამის სამი საათი იქნებოდა,  როცა  მის ოთახში, შევედი  და ცელოფნით , მარტივად მოვუსწრრაფე სიცოცხლე , მერე ცელოფანი ისე, რომ მის თავზე არ მომიძვრია , კარგად გავწმინდე , ანაბეჭდების გასაქრობად  , რომელიც ალბათ არც არაფერს არ ჩატარებია ,იმდენად გულრგილი იყო  გამოძიება და ჩემი საძინებლისკენ გავექანე. ლანგორეთში  ამ ამბის შემდეგ ალაბთ, დაფიქრდებიან იმაზე, რომ ვიდოე თვალიც საჭიროა დერეფნებში მაიჯნც  და კარების  ჩაკეთვა ან საერთოდ  ოთახის საკნად ქცევა .

თავს სხვებზე მეტად ნორმალურად ვთვლიდი , მაგრამ ალბათ  ეს მოხლოდ თავიდან იყოპ ასე , სანამ მე ირგვლივ მყოფების გაველენის გვეშ მოვექცეოდი, ხოლო მას მერე  სერიზული შეშლილი გავხდი, როელიც მისი ,,ახირების’’ გამო გვასაც არ დატოვებდა ქვაზე .  აბა სხვას რას უნდა ვაბარალოდ  ის, რომ მე კაცი სადისტურად მოვკალი, მოვახრჩე;   თავისუფლებისკენ სწრაფვას ?  და ამ თავისუფლებისკენ მსწრფველ გზაზე წინაღობასთან გამკლავებას ?   სოწრედ ეს არის  ფსიქიკური პორბლემა , როცა რაღაც მიზანს ისახავ და ამ მიზნის განსახორციელებლად შუბლის ძარღვსაც კი იწყვეტ, რადგან   არ არსებობს  ის რისი ღირებულებაც ადამიანის მკვლელობით იზომებოდეს  და , რომ ვიღაცის სიცოხლის ხელყოფა შენი მიზნის სრულყოფას ხელს უწყობდეს, თუნდაც თავისუფლება , რომელიც , ყველკაზე ძვირფასი არმატერიაა და დამიჯერეთ  ვინც ასე ვერ ფიქრობს ამისთვის მისი შეზღუდვა კარგი მაგალითი იქნებოდა . თუმცა არა, ცივ გონებაზე , რომ ვუფიქრდები ჯანდაბასაც წაუღია ის თავისუფლება , რომლის მიღწევისთვის მე ცხოველთან გატოლება ან მსაზე დაბლა  დასვლა მესაჭიროება . თუმცა კი ვინატრებდი ამას მაშინ მივხვმდარიყავი და გამეაზრა , როცა ბატონ საშას, რმელსაც ისედაც დათვლილი ჰქონბდა დღეები ,  ვერაგულად გამოვასალმებდი სიცოცხლეს .  მაშინ ალბათ ჩემს მატერიას , ჩემს სისხლიან ხორცს სწორედ ჩემში არსებული ყოველივე უარყოფითი მართავდა , რაზეც პირდაპირი გავლენა  სწორედ რიგმა გარე ფაქტორებმა იქონიეს , დაწყებული ჩემი ტრაგიკული ისტორიით  გაგრძელებული  აქაური არადამიანური გარემოთი , რომელმაც თამამად ვიტყვი , ისეთ მონსტრად მაქცია , რომელმაც არ იმარა ერთი ადმიანის სიკვდილი და მეროეს მისდგა.  ალბათ გასაკვირი აღარაა უკვე , იმის გამხლეა , რომ დეივიდიც მე მოვკალი . მოკლედ ლანგორეთში საშას მკვლელობის შედეგ შეიქმნა ისეთი, სიტუაცია , რომ მის მკლველად დაწყებული რიგითი ლანგორელებით  და გაგრძელებული  ამ საქმის ერთი შხ3დვით უსაქმური თუმცა მაინც გამომძიებლებით .   ჩემი , როგორც მკლველეის აგადასახედიდან ,ლ არც არაფერი არ იყო შემაშფოთებელი, იმაში , რომ  ჩემივე მკლველობა ბრალდებოდა სხვას . თუმცა აღსანიშნავი იყო ის ფაქტი,  რომ გამოძიებას მისთვის ბრალსი დამტკიცებისთვის ზალზედ სუსტი სამხილები ჰქოპნდა , სამზარეულო დარბაზში ორი კვირით ადრე მომხდარი კინკლაობა  მაინადმააინც მკვლელობის უტყუარ ფაქტად ვერ გამოდგებოდა, შესაბამისად ,  ჩემი ღრმა რწმენით აუცილებლად დაგებოდა დღის წესრიგში  ამ საქმის დეტალური  და მკაფიო გამოძიება , რა რა თქმა უდნა  დისკომფორტის გარანტია იქნებიდა ჩემთვის . ვიყავი რა დაბრმავებული და სრულად სატანა მართავდა ჩემს ინდივიდს  გადავწყვიტე  ის მცირეოდენი  ხინჯი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო , თუ ამ საქმეს გმაოძიება ბოლომდ ჩაყვებოდა , სრულად მომესპო, ამს ემატებოდა ის ფაქტიც , რომ ვგრძნობი კუდიანმა ჩაკიმ , რაღაც იცოდა  და არ იყო გამროიცხული გამოძიების მსვლელობისას ის გუიანად დაეკითხათ, ამასთან  ვხედავდი , რა დეივიდის გულჩათხრობას  და გარეგნულად სინანულის მაგვარ რეაქციას ამ საემსთან დაკავშირებით , საბოლოოოდ მივიღე გადაწყვეტილება , რომ  დეივიდიც საშას გზას გამეყენებინა . ამით კი ჩემი ვარაუდით მივიღებდით იმ  შედეგს, რომთუ ეს მკვლელობაც იქნებოდა კარგად ორგანიზებული და გაფორმდებოდა , როგორც თვითმკლველობა , დიდი შანსი იყო, რომ  ბრბოში ეს გავრცელებულიყო, როგორც მკვლელეის კიერ თვითმკვლელოაბ  და  ზარმაცი გამომძიებლებისთვის ზედმეტი ჩიხისგანს თავის ასაციელბლად ამ საქმის მარტივად მიღება ისე , როგორც ერთი შეხედვით ჩანდა  და  მკლვლელობა და შემდეგ მკვლკელის თვითმლკლვლელობით  გაფორმება  . ოღონდ ამისთვის საქმის კარგად ჯერ დაგეგმვა შემდეგ კი შესრულება იყო საჭირო, რაც უნდა ვთქვა , რომ ალბათ კარგად გამომივიდა . დეივიდი  საშასგან განსხვავებით ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად  ასე, რომმას ცელოფნით ვერ მოვგუიდავდი , ვერც თოკით და  სავარაუდოდ , რომ მეთხოვა მისთვის სუნთქვა შეეწყივიტა და მომკვდარიყო არც აამზე არ დამთანხმდებოდა .  ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ  თუნდაც იმ უდიდეს დაწესებულებაში რასაც ლანგორეთი ჰქვია, გაერკვე რა სად არის და საჭიროების შემთხვევაში  დროულად იმოქმედო . იმდღეს , დილით სამზარეულოს  საწყობს სტუმრის სტატუსით ვესტუმრე , საერთოიდ რაც უფრო გამოშტერებულად მოაჩვენებ თავს მით მეტად ნაკლებ აგესიას იჩენენე შენს მიმართ და ნაკლებად გიზღუდავენ რაიმეს, ასე , რომარც არავინა რ გამოგადი იქიდან კინწისკვრით და მეც საკმარისი დრო მქონდა , რომ ერთი დიდი, შეკვრისთვის თოკი ამეხსნა და ფეხე დახვეული იქიდან გამომეტანა . ამი შედეგ იყო სწორედ ის შეხვედრა დეიიდთან სადაც მე იგი დავამშვიდე და  ვუთხარი , რომ ჩვენ ორნი საბოლოოდ გავიგებდით თუ ვინ იყო საშას მკვლელი და მე ამაყიც ვარ ,ლ რომმას ეს სიტყვა შევუსრულე , რადგან სანამ გონს დაკარგავდა ალბათ მიხვდა თ რაშიც იყო საქმე .  საშას მკლვლელობისმაგვარად დეივდისი მოკვლაც  რა ტქმა ინდა გვიან ღამით გადავწყვიტე და  შუაღამეს ჩემი ოთახი წინდების ამარა დავტოვე და დეივიდ ოთახსიკენ გავეშურე , ჩუმად ავუარე გვერდი  აქ უკვე განსვენებულ საშას ოთახს , რომლის წინ  სკალმზე ჩაძიენბული დარაჯი გულიანდა თვლემდა  და დერეფნის ბოლოში ასევე ჩუად შევედი დეივიდის ოთახში . მას გულაღმა დინჯი სახით ეძინა . მართალი შუქი მის ოთახშია რ  ენთო თუცა აწეული ჟალუზებიდან დერფნის შუქი საკამო შესაძლებლობას მაძლევდა მისი სახის მკავიოდ გარჩევისთვის , ბავშვობაში არცერთ ძალოსნურ სპრტის სახეობას არ მივსდევდი, თუმცა ის კივ იცოდი, რომ კისერში ხელის ძლიეი ჩარტყმა სუნთქვის შეკავებას , ძლიერ ტკივილს  ხშირ შემთხვევაში კისრის არეში სერიოზულ დაზიანებას იწვევდა , ამიტომ მას რაც ძალი და ღონე მქონდა ოდნავ გადაწეულ კისერში ძლიერა  ჩავარტყი , რაზეც მან უმალკ პირი გააღო და თვალებიც გაახილა , პირველ დარტყმას მალევე მეორეც კივაყოელე და დავინახე რომ ამის მერე მიიტნა მან ხელები კსიერთან , თან ამ დროს თვალებში შემომხედა , ცოტა არ იყოს შევცბი, თუმცა რაკი შუბლის ძარღვი გაწყვეტილი მქონდა და საქმე დაწყებული , იმწუთშივე მას წინასწარ გამზადებული დახვეული ნაჭერი პირში ჩავუტენე , წინაღდეგობას კი უკვ  ფიზიკურად ვერ მიწვდა , კისერზე მარყუჟი ჩამოვაცვი და ლოგინიდან გადმოვათრიე , ისე , რომ  ქვემოდან მოვექეცი ფეხები ზურგზე დავაყრდენი და თოკი მთელი ძალით ჩემსკენ მოვქაჩე , მაშინ კი გამახსენდა ,  თუ როგორი ხმა ჩამესმოჯნდა ბავშვობაში , როცა ღორის დაკვლის სცენას ვუყურებდი  და რა საშინელი ხმა ჩამემსონდა ყურში ,  ალბათ დეივიდის ხროტინის ხმა უფრო საშინელი იქენბოდა, თუმცა ტყუილად მისთვის არ მომითავსებია პირის ხრუში საკაოდ დიიდ ნაჭერი, რმააც მისის ბოლო ბგერების ხმა თითქმის დაახშო  , დაახლოებით 30 წამი ასე გავაჩერე შედეგ კი ხლეი შევუშვი . იგი უკვე  მკვდარი იყო . ჩემს გეგმაში მისითვის ხელების შეკონვა დაკარის სახელურზე ჩამოკიდება იყო  , რაც ვაღიერებ თვითმოკვლელბჰბისთივ შეუუფერებული იყო, თუმცა სხვა ალტერნატივა მანამდე ათავშია რ მოსვლია, მაგრამ მასშედეგ რაც  დავრწმუნდი, თუ რა გამძლე იყო ელექტრო ენერგიის  სადენი , გადავწყვიე ის მასეზე ჩამომეიდებინა , რაც ძალიან კი გამიჭირდა  და ამაზე მეტყველებდა თუნდა ც ის , რომ მისი ჰაერში წამოწევა ათ სადნიმეტრზე მეტი ვერ მოვახერხე , რა თქმა უნდა მანამდე პირი გავინთავისუფოლე  ნაჭრისგან და უფრო რეალურობისთვის იქვე მსგარი სულ პატარა კარაგად ახლოს მოვაცურა და მერე ავაყირავე . საწოლი შედარებით შევასწორე და  იქაურობას ჩუმად გამოვეცალე , ისევ ავიუარე გვერდი მხმამაღლა მქშინვარე პოლიციელს და ჩემს ოთახში დავბრუნდი.

ალბათ ადვილი მისახვედრია თუ რა დიდი სიამოვნებით მოვკლავდი კუდიანსაც , თუმცა ეს ვერა და ვერ გავკეთე , ყველაფერი კი ისე განვითარდა, როგორც მე მაწყობდა , თუმცა  გულში ხინჯად მქონდა , რომ ჩაკიმ იცოდა რაღაც და  ეს რაღაც ადრე თუ გვიან ბოლოს მომიღებდა  , თუმცა ვინც არ რისკავს არც შამპანიურს სვამსო  ბავშვობიდან მახსოვს  ჰოდა მეც მოვინდომე შამპანიურის დალევა  , თუმცა არ გამომივიდა .  უმეტესად რამაც იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა ეს იყო , ჩაკის უმოქმედება , ის უკვე ორი თვე სრულდებოდა , რაც ლანგორეთიდან წასული იყო და თუ რაიმე იცოდა ან უნდოდა მისი გამხელა აქამდე უნდა ექნა წესით ,  მაგრამ ეტყობა მე ცხოვრებაში ის დამაკლდა რაც ძალიან კნიშვნელვანი რამაა ზოგადად. მქონდა ჯანმრთელობა , კარგი გინება , ორი ხელი , ორი თვალი  ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდი , თუმცა არ მქონდა იღბალი     და მახსენდება შესანიშნავად წარმოთქმული ფრაზა ჯანმრთელობაზე  . ,,ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის ,მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არც არაფერია ‘’  , მე მქონდა ეს ბედნიერებ და , როგორც აღვნიშნე ჯანმრთელი  ვიყავი მაგრამ იღბალი ა რმქონდა და ამ გამონათვამშ სწორედ იღბალს ჩავსვამდი  ჯანმრთელობის მაგივრად . მოხდა ისე, რომ ჩემი ლანგორეთიდან სხვაგან გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების შედეგ  . დირექტორმა ცნობა გააგზავნა ქალაქის ერთ-ერთ ფსიქიატრიულში, სადაც   კუდიანს უკვე ორი თვის გაკეთებული ჰქონდა ბინა . შესაბამისად  ( არ გამიკვირდა , რომ ჩემი გადასვლის ამბავი მანაც გაიგო  და ალაბთ მთელ ფსიქიატრიულში მხოლოდ მან იცოდა ახალი ბინადრის გადაბარგების შესახებ ) მან  ძალზედ მარტივად მიიღო ჩემი თავიდან მოშორების გადაწყვეტილება . რაშიც ვერ გავამტყუნებ , რადგან იქ თუკი აღმოვჩნდებოდი , მას ყველაზე სასტიკი , მკვლელობით მოვკლავდი, აი თუნდაც ერთ უნიჭო დეტექტივში რომ არის ,  ავე მარიას მოსმენის ფონზე ბლაგვი საგნით დაბმულ კაცს  რომ ყელს ჭრის იმავე საქმის გამომძიებელი , თუმცა აქ განსხვავება ალბათ ის იქნებოდა , რომ ჩემი ფანტაზიის მქონე შეშლილი ამასაც თვითმკვლელობის ფორმას მისცემდა ‘ .  ჩაკიმ  იცოდა , რომ მე გაქცევას ვაპირებდი, თუმცა ალბათ შეეშინდა და თან თავიც დაიზღვია . რომ ვერ გავქცეულიყავი მასთან  ერთად აღმოვჩნდებოდი , გარდა ამისა დარწმუნებული იქნებოდა, რომ თუ ალაპარაკდებოდა , მე ვეღარასოდეს მნახავდა .

სასამართლო პროცესი შედგა ,  სადაც მოწმე ჩაკი   ბეჯითი ყმაწვილივით გამოწყობილი  ვიხილე . ჩემი საქმე მაინც წასული იყო , შესაბამისად  ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა ურიგო ბატონი საშასა და დეივიდის გვერდით  კუდიანიც ყოფილიყო  და მთელი პროცესი იმაზე ფიქრში გავატარე , თუ როგორ მომეკლა იგი, თუმცა არაფერი არ გამომივიდა .   მოსამართლემ მკაფიოდ და გასაგებად გამომიცხადა , რომ  მე სრულიად ჯანმრთელი და სასტიკი დამნაშავე ვიყავი ,  პატიმრობა რა თქმა უნდა  სამუდამო მომისაჯა . უფროს  სწორედ იგულისხმა , რომ ციხის კედლებში ისე დავლპებოდი , როგორც  ფოთოლი ტყეში  .

ეს მოსაწყენი ისტორია კი აქ მთავრდება , მე ციხეში მიკრეს თავი  – აქ მავიწროვებენ , აქ შეზღუდული ვარ და არც იმდენი მეგობარი არ მყავს რამდენიც ამის წინამორბედ დაწესებულებაში მყავდა . აქ სახელიც კი შემარქვეს  ,,ლანგორელი ‘’    უკვე  სამი წელია თავისუფლებას მოწყურებული კაცი , თავისუფლება შეზღუდულთა საზოგადოების წრეში და რუტნულ გარემოში ვარ . თუმცა  შეგახსენებთ , მეოცნებე ვარ  თან ოპტიმისტი  და არ ვკარგავ ამ კედლებიდან თავის დაღწევის იმედს .  და თუ ოდესმე დავაღწევ ამას აუცილებლად დავწერ ფურცელზე , სისხლი იქაც იქნება     რადგან  კუდიანს სასამართლოზე ჟესტების ენით ავუხსენი ჩემი გულის ტკივილი იმის თაობაზე, რომ შინაური ქათამი მოგონილი არც იქნება ისე წავაცლიდი თავს თუ კი ამის შესაძლებლობა ოდესმე მომეცემოდა  და ვაღიარებ მიცემული სიტყვის შესრულებას ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებოდი .

მაშ ასე მე ,,ლანგორელი’’ ვარ   და უკვე ვხედავ ამ ციხის კედლებზე ბზარს . 12167696_429991343856334_2041478292_n